logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
ირაკლი კობახიძე სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
10:08 08.04.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ოჯახთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. საზეიმო წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აღავლინა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მოსახლეობას და მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებზეც კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია საუბარი.

„ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დღეს პატრიარქის ეპისტოლემ შეგვახსენა ის ძირითადი ღირებულებები, რითაც უნდა იყოს გამსჭვალული ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება: ეს არის სიყვარული, ეს არის შემწყნარებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია
სახელმწიფოს და ეკლესიის თანამშრომლობა, რაზეც იყო, ასევე, საუბარი ეპისტოლეში და ეს თანამშრომლობა არის ნამდვილად აუცილებელი იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი საზოგადოება და გაძლიერდეს ჩვენი საზოგადოება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დემოგრაფიულ მდგომარეობაზე საუბრისას, რომელზეც კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია ყურადღება გამახვილებული, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი საზოგადოებას, მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის მიმართულებით, შესაბამის ინიციატივებს წარუდგენს.

„პარლამენტში დაწყებულია უკვე მუშაობა დემოგრაფიულ საკითხებზე. საკმაოდ დიდი ხანია, მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის, ამ კუთხით - მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის კუთხით და ჩვენ შესაბამის ინიციატივებს აუცილებლად წარვუდგენთ საზოგადოებას. ეპისტოლეში ყურადღება იყო გამახვილებული იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც ყველას გვაწუხებს და ამაზე არის საჭირო მუშაობა ყველა მხრიდან, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის მხრიდან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საზეიმო ღვთისმსახურებას საქართველოს საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და დედაქალაქის მერი დაესწრნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა