ავლაბარში, ელიაზე და მეტრომშენის დასახლებაში მცხოვრებმა 1000 ოჯახმა მაჟორიტარი დეპუტატისგან,
დავით ჭიჭინაძისგან საკვები პროდუქტები საჩუქრად მიიღეს.
ასეთივე სააღდგომო ნაკრებს მიიღებს ჩუღურეთში მცხოვრები ის მოსახლეობა, რომლებიც ისნის მე-9 საარჩევნო ოლქის ამომრჩევლები არიან. ამ წინასააღდგომო აქციის ბენეფიციარი ჯამში 1000-მდე ოჯახი იქნება.
„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ყველას! უფლის აღდგომა სიკვდილზე გამარჯვების რწმენას უკავშირდება და ადამიანებს სიხარულით ავსებს. ყველას ვუსურვებ სულიერ სიძლიერეს და ბედნიერებას“- განაცხადა ჭიჭინაძემ.

















