მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დღეს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გამთენიისას ტყიბულის შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 მუშა გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

















