logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ლევან სონღულაშვილის პერსონალური გამოფენა „სტიქსი“ გაიხსნა
თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ლევან სონღულაშვილის პერსონალური გამოფენა „სტიქსი“ გაიხსნა
15:28 05.04.2018
თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, გალერეა „ერთი“ ქართველი არტისტის, ლევან სონღულაშვილის პერსონალურ გამოფენას „სტიქსი“ მასპინძლობს.

„სტიქსი“ მულტიმედიური პროექტია, რომელიც ხელოვანის მიერ შექმნილ ფერწერულ ნამუშევრებს, ვიდეოსა და ინსტალაციას აერთიანებს. ბოლო წლების მანძილზე, ლევან სონღულაშვილი ისეთი ხელოვანების ტრადიციას იზიარებს, რომლებიც მედიტაციურ ცნობიერებას ასახავენ.

პროექტის სახელწოდება უკავშირდება მითოლოგიურ მდინარე სტიქსს, რომელიც რადიკალური ცვლილების სიმბოლოს წარმოადგენს და ხილულიდან უხილავ სამყაროში გადაჰყავს სულიერები. შესაბამისად, ექსპოზიცია დამთვალიერებლის ერთგვარი მოგზაურობაა საკუთარ ცნობიერსა და არაცნობიერს შორის.

გამოფენის კურატორია მსოფლიო არტ-სამყაროს ერთ-ერთი გავლენიანი ბრიტანელი კრიტიკოსი, მარკ გიზბურნი, რომელიც საქართველოში სპეციალურად პროექტის პრეზენტაციისთვის ჩამოვიდა.

საქართველოში ლევან სონღულაშვილის პერსონალურ გამოფენას წინ უძღოდა ბერლინში, გალერეა კონფელდში (Galierie Kornfeld) მისი ნამუშევრების წარდგენა, რომელიც ახლაც გამოფენილია საგამოფენო სივრცეში.

ლევან სონღულაშვილის ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოიფინა ევროპისა და ამერიკის ცნობილ საგამოფენო სივრცეებში. მისი სამი ფერწერული ტილო წარმატებით გაიყიდა სოტბის აუქციონზე. ლევანს არაერთი საერთაშორისო აღიარება აქვს მიღებული. 2017 წელს, ქართველი არტისტი აშშ-მ ექსტრაორდინარულ ხელოვანად აღიარა და მწვანე ბარათით დააჯილდოვა. გასულ წელს მეტროპოლიტენ ხელოვნების მუზეუმში ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი 1000-ზე მეტ ნამუშევარს შორის დასახელდა ხალხის რჩეულად.



ქართველი არტისტის პერსონალურ გამოფენას გალერეა „ერთი“ 22 მაისამდე უმასპინძლებს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა