logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
თამარ ჩუგოშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
09:56 04.04.2018
თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შეხვედრა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებთან გამართა.

თამარ ჩუგოშვილი სტუდენტებს მიესალმა და აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრები, მისი სამუშაოს ერთ-ერთი საინტერესო და არც თუ იშვიათი ნაწილია.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტუდენტებს პარლამენტის როლსა და საქმიანობის სპეციფიკაზე ესაუბრა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სამომავლო გეგმები გააცნო. თამარ ჩუგოშვილმა ყურადღება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციაზე და მისი გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აუდიტორიას პარლამენტის მიერ პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრისა და შემუშავების კუთხით დაგეგმილი და განხორციელებული სიახლეები გააცნო.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც თამარ ჩუგოშვილმა ყურადღება გაამახვილა, იყო საქართველოს პარლამენტში ანალიტიკური და კვლევითი რესურსების გაძლიერება კანონშემოქმედებითი პროცესის უკეთ და ეფექტიანად წარმართვისთვის.
თამარ ჩუგოშვილმა განსაკუთრებული ყურადღება, პარლამენტისა და უნივერსიტეტების ურთიერთობების მნიშვნელობას და აუცილებლობას დაუთმო.
,,მნიშვნელოვანია ვითანამშრომლოთ უნივერსიტეტებთან, კვლევით ცენტრებთან და ის ცოდნა და გამოცდილება, რაც არის დაგროვილი, გამოვიყენოთ კანონშემოქმედებით პროცესში.'''-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.
თამარ ჩუგოშვილმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა, რომელთა დიდი ნაწილი საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს, განათლების რეფორმასთან და განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა.
თამარ ჩუგოშვილი სტუდენტებს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე, მათ საჭიროებასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.
შეხვედრაზე საუბარი გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს შეეხო. სტუდენტები ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ქალების პოლიტიკაში აქტიურად ჩართვისათვის, საკანონმდებლო ხელშეწყობის საკითხითაც დაინტერესდნენ.



"კვოტირება არის ერთ-ერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქალებს არსებული ბარიერების გადალახვაში დაეხმაროს",-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მან კანონპროექტით შეთავაზებული ცვლილებები სტუდენტებს დეტალურად გააცნო. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის განსხვავებული ვერსიის ინიცირება იგეგმება, რომლის მიხედვითაც, გენდერული კვოტირება საპარლამენტო სიის როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარულ ნაწილს შეეხება.
შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციის საკითხებზე აქტიური დისკუსია გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტუდენტებს საქართველოს ხელისუფლების დეოკუპაციის პოლიტიკასა და ამ მიმართულებით, საერთაშორისო ფორმატების აქტიური გამოყენების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
"დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა სტუდენტებთან, რომელიც ძირითადად შეეხებოდა საპარლამენტო საქმიანობას და იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავამტკიცეთ და გუშინ მოაწერა პრეზიდენტმა ხელი. ახალგაზრდებთან ძალიან კარგი დისკუსია გაიმართა. იმედია ეს შეხვედრა და დისკუსია მათთვისაც ისევე საინტერესო იყო, როგორც ჩვენთვის. ჩვენი შეხვედრები სტუდენტებთან, მათთვის საინტერესო თემებზე მომავალშიც გაგრძელდება",-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა