logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თბილისის ბავშვთა და მოზარდთა აბილიტაციის ცენტრს ეწვივნენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თბილისის ბავშვთა და მოზარდთა აბილიტაციის ცენტრს ეწვივნენ
17:57 02.04.2018
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არჩილ თალაკვაძე, სოფო კილაძე და დავით მათიკაშვილი თბილისის ბავშვთა და მოზარდთა აბილიტაციის ცენტრს - "ფაზლის" ესტუმრნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აუტისტური სპექტრის აშლილობები ეს არის მართვადი პრობლემა, რომლის დროული აღმოჩენა და რეფერირება მნიშვნელოვანია ბავშვის შემდგომი სათანადო განვითარებისთვის. "სახელმწიფო ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მეტ რესურსს გამოყოფს ამისთვის. თუმცა მნიშვნელოვანია დღეს არსებული პრობლემა, რაც გამოიხატება თბილისსა და რეგიონებს შორის არსებული რესურსების დისბალანსში, რის გამოც ხშირად ადამიანებს უწევთ რეგიონებიდან თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლა. ამასთან დაკავშირებით პარლამენტში გვქონდა სამუშაო შეხვედრა და ვაპირებთ, რომ რეგიონებში მოვახდინოთ მეტი ბიუჯეტის ლობირება, რათა სერვისები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის განვითარდეს თანაბრად მთელი საქართველოს მასშტაბით", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის მოსაზრებით, უფლებრივ ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომელსაც სახელმწიფო დგამს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების გვერდით დგომისთვის. " ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, განსაკუთრებით, თბილისის მუნიციპალიტეტში ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროექტი. სახელწმიფო აფინანსებს იმ სერვისებს, რომელიც აუცილებელია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულების განვითარებას იმისთვის, რომ ყოველი ასეთი ბავშვის უფლება იყოს დაცული- განაცხადა სოფო კილაძემ.

დავით მათიკაშვილის შეფასებით, აუტიზმის ცნობადობა რამდენიმე წლის წინ ნაკლები იყო საზოგადოებაში. "საზოგადოების ცნობადობა ამაღლდა ამ კუთხით. ბევრი რამ კეთდება აუტისტური სპექტრის მქონე პატარებისთვის", -აღნიშნა დავით მათიკაშვილმა. დეპუტატებმა დაათვალიერეს სენსორული ოთახი, სადაც მგრძნობელობის კუთხით ხდება ბავშვის პრობლემის ლოკალიზაციის დადგენა და შესაბამისი მგრძნობელობის განვითარებაზე ზრუნვა.


2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა