logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკა ბესელია: მუნიციპალიტეტებს სკოლამდელი განათლებისა და აღზრდის რეფორმის აღსრულებაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ
ეკა ბესელია: მუნიციპალიტეტებს სკოლამდელი განათლებისა და აღზრდის რეფორმის აღსრულებაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ
16:27 31.03.2018
დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის ორდღიანი საინფორმაციო სესია მიმდინარეობს. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის, ეკა ბესელიასა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის ორგანიზებით „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობებისა და ახალი ეროვნული სტანდარტების გაცნობის მიზნით გამართული შეხვედრა თემატური პრეზენტაციებით და დისკუსიის ფორმატით წარიმართა.
სესიის პირველი დღე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მისი განმარტებით, საინფორმაციო სესიების მიზანია დაეხმაროს მუნიციპალიტეტებს კანონის დებულებების, ეროვნული სტანდარტების შინაარსის და მათი პასუხისმგებლობის გააზრებასა და გაცნობიერებაში, რადგან მუნიციპალიტეტებს სკოლამდელი განათლებისა და აღზრდის რეფორმის აღსრულებაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ. ეკა ბესელიან ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, რის შედეგადაც დაიწყო სისტემის რეფორმირება. რეფორმის მიზანი საქართველოში ყველა ბავშვისთვის სკოლამდელი მომსახურების ხელმისაწვდომობის, თანასწორი შესაძლებლობების და ხარისხის გაუმჯობესებაა.
„სკოლამდელი რეფორმა, რომელიც 2017 წელს დაიწყო, არის ოთხწლიანი, უნიკალური, ძალიან მასშტაბური რეფორმა, რომელიც გულისხმობს ერთიანი საგანმანათლებლო და ერთიანი ევროპული სტანდარტებით ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, უფლებრივი ნაწილის, ჯანდაცვის, კვების, ჰიგიენის - ამ კომპონენტების ახალი ერთიანი მეთოდოლოგიის დანერგვას ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში. ეს არის რეფორმა, რომელშიც ჩვენი ხერლისუფლება ძალიან დიდი რესურსს დებს და ეს შეხვედრა, ჩვენი კომიტეტის მონიტორინგის საბჭოს ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, ემსახურება იმ მიზანს, რომ მუნიციპალიტეტები, რომლებმაც ძალიან მალე უნდა დაიწყონ ავტორიზაციის პროცესი, მოემზადონ ამ რეფორმისთვის, რათა წარმატებით განახორციელონ იგი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, რეფორმის დიდმა ნაწილმა 2017 წელს დაიწყო ამოქმედება იმ ცალკეული ნორმების გარდა, რომელიც 2020 წლისთვის ამოქმედდება. ძირითადი უფლებრივი ნაწილი და ვალდებულებები კი უკვე იწყებს ამოქმედებას. „პრემიერ-მინისტრმა წლის დასაწყისში განათლება ქვეყნის პრიორიტეტად გამოაცხადა. განათლების პირველ საფეხურად აღიარებულია სკოლამდელი დაწესებულებები. სწორედ სკოლამდელ დაწესებულებებში გადიან ბავშვები განათლების პირველ ეტაპს. ეს რეფორმა არ ეხება, მხოლოდ განათლების საკითხებს, თუმცა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმართულება “, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა დღევანდელ საინფორმაციო შეხვედრაზე მოსმინეს იფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონით“ დადგენილი სიახლეები“ ; მუნიციპალიტეტების ძირითადი პასუხისმგებლობები „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის“ აღსრულებასთან დაკავშირებით; დამტკიცებული “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები”.
სესია ხვალ, 1 აპრილს განახლდება. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გაეცნობიან ინფორმაციას: აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის შესახებ; ტექნიკური რეგულაციები რაციონის კვებითი ღირებულებისა და კვების ორგანიზების შესახებ: ტექნიკური რეგულაციები წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის შესახებ; ტექნიკური რეგულაციები სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის შესახებ , ავტორიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციების თაობაზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა