logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
განათლების მინისტრმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
განათლების მინისტრმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
22:27 30.03.2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაუმჯობესების მიზნით, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ფორუმის მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიმართა და მათ ის პროექტებიც გააცნო, რასაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში გეგმავს. შეხვედრის ბოლოს, მიხეილ ჩხენკელმა მონაწილეთა მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხი გასცა.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობების ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას ადგილობრივ ცხოვრებაში და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას, რომელიც ახალგაზრდების საჭიროებებსა და პრობლემებზე არის ორიენტირებული.
შეხვედრაზე ორი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის პრიორიტეტული მიმართულებები და შესაბამისი პროგრამები, ასევე, სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა“ და სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ 2018 წლის სერვისები და პროგრამები. ასევე, განხილული იქნება მუნიციპალიტეტებში არსებული სიტუაცია ახალგაზრდული საქმიანობისა მიმართულებით და პანელური დისკუსიის ფორმატში გაიმართება მსჯელობა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაუმჯობესების მექანიზმების შემუშავების შესახებ.ასევე, წარმოდგენილი იქნება “ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სახელმძღვანელოს/გზამკვლევის” პრეზენტაცია.
შეხვედრაზე ასევე მოწვეულნი არიან:საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები (საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წარმომადგენლები, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, საკვების უვნებლობის სააგენტო, თბილისის მერია) სხვადასხვა საერთაშორისო დონორიორგანიზაციების წარმომადგენლები (EU, UNDP, UNICEF,WorldVision, USAID ,,ზრდა“პროექტი, Save the Children). სამუშაო შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციები წარმოადგენენ საკუთარ პრეზენტაციებს მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდობის მიმართულების სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ.
შეხვედრა ხელს შეუწყობს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის შესაბამისი თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფსრეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა