logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დევნილთა სამინისტრომ „სოფლად სახლის“ შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხები გაზარდა
დევნილთა სამინისტრომ „სოფლად სახლის“ შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხები გაზარდა
12:19 30.03.2018
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „სოფლად სახლის“ შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხები გაზარდა. ამ თემასთან დაკავშირებით, მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა.

დევნილა და განსახლების სამინისტრომ „სოფლად სახლის“ პროექტი 2013 წელს დაიწყო. 2013 წლიდან დღემდე, ამ პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ სახლი 2000 დევნილ ოჯახს შეუსყიდა.

პროექტი არა ერთი მიმართულებით აღმოჩნდა წარმატებული. სოფლად შესყიდულ სახლებს თან ახლავს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. გარდა ამისა, დევნილი ოჯახები თავად არჩევენ საცხოვრებელ ადგილსა და სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. „სოფლად სახლის“ შესყიდვის მოთხოვნით განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ყველა იმ დევნილი ოჯახის განსახლების საკითხი განიხილება, რომლებსაც მინიმუმ 3,5 ქულა მიენიჭებათ.

„სოფლად სახლის“ შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა, დევნილი ოჯახების სულადობის გათვალისწინებით, 17 000 ლარიდან 31 000 ლარამდე მერყეობდა.

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ აღნიშნული თანხა გაზარდა და განსაკუთრებული პრიორიტეტი მრავალსულიან დევნილ ოჯახებს მიანიჭა. მაგალითისათვის, 7-სულიან დევნილ ოჯახს სამინისტრო „სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით, 26 000 ლარს ნაცვლად, 32 000 ლარს გამოუყოფს.

სამინისტრო დევნილი ოჯახების განსახლების პარალელურად, მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენაზეც ზრუნავს. ამ მიზნით, სამინისტროსთან არსებული საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, USAID-თან ერთად, ახალ პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში, დევნილ ოჯახებს, რომლებსაც სამინისტრომ „სოფლად სახლი“ უკვე შეუსყიდა,
სასათბურე მეურნეობის დასაწყებად ან განსავითარებლად გრანტები გადაეცემათ. დაფინანსებისას პრიორიტეტი მიენიჭებათ გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში მცხოვრებ დევნილებს. პროექტის ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს. დევნილ ოჯახზე გრანტის მაქსიმალური ოდენობა 10 000 ლარით განისაზღვრა.

დაფინანსების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 30 მარტს დაიწყება და 30 აპრილამდე გაგრძელდება. დევნილი ოჯახები განაცხადებს თბილისში, ზუგდიდში, გორსა და ახალციხეში USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ოფისებში შეავსებენ.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა