logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  ეროვნულ ბიბლიოთეკაში გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა
09:56 30.03.2018
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმი ს პრეზენტაცია მასზე მომუშავე ჯგუფმა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა იმ ძირითადი ცვლილებების შესახებ ისაუბრეს, რომელთან დაკავშირებითაც, გარკვეული შენიშვნები არსებობს.

კომპანია „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმა დარგის ექსპერტებისა და დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს და მათ საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ შესრულებადი და ხარისხიანი დოკუმენტის მისაღებად, მუნიციპალიტეტის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს.

„კარგია, რომ დღევანდელი განხილვა პოლიტიკური განცხადებების გარეშე შედგა. ასევე, კარგია, რომ ჩვენი მოსაზრებების დაფიქსირება შევძელით. დარგის სპეციალისტებმა და ექსპერტებმა შეკითხვების დასმა შეძლეს, რაზეც გენგეგმის ჯგუფმა პასუხები გასცა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქალაქს სრულყოფილი და შესრულებადი გენერალური გეგმა ჰქონდეს. მისასალმებელი და ძალიან კარგია, რომ გენგეგმის ჯგუფი გამოთქვამს მზაობას, ამ თემაზე მუშაობა განაგრძოს. უახლოეს დღეებში კონსულტაციები გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას შეგატყობინებთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის თქმით, მუნიციპალიტეტის მერია საბოლოო გადაწყვეტილებას მოქალაქეებისა და ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს.

„დოკუმენტის მიღებით საქმის კეთება იწყება. ამიტომ, ის სრულყოფილი და რა თქმა უნდა, შესრულებადი უნდა იყოს. ის ასევე, არ უნდა ლახავდეს მოქალაქეების ინტერესებსა და უფლებებს. მოცემულ შემთხვევაში, დოკუმენტს სრულყოფა სჭირდება, რაზეც დღესაც ვისაუბრეთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, ქალაქს გენერალური გეგმა ჰქონდეს“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.


ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილეები ილია ელოშვილი და მაია ბითაძე, დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, არქიტექტორები, ურბანისტები და ტრანსპორტის სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა