logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლისის ტბის არეალში განაშენიანების პროცესი შეჩერდება
ლისის ტბის არეალში განაშენიანების პროცესი შეჩერდება
11:35 28.03.2018
თბილისის მერია ლისის ტბის არეალში განაშენიანების პროცესის დროებით შეჩერებას გეგმავს. ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, უკვე დაწყებულია აღნიშნული ტერიტორიის პოტენციალის კვლევა, რომლის საფუძველზე ურბანული განვითარების სამსახური განვითარების ჩარჩო გეგმას მოამზადებს.

„ამ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ დგას იმ ბუნებრივი მახასიათებლების გაქრობის საფრთხე, რის გამოც ლისი, როგორც სარეკრეაციო სივრცე ამდენად მიმზიდველია თბილისელებისთვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი გადაუდებელი ამოცანაა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე ქაოტური განაშენიანების პროცესის შეჩერება და განვითარების სწორ კალაპოტში მოქცევა. ამიტომ, ამ ეტაპზე მიზანშეწონილია, რომ ლისის არეალში დროებით შეჩერდეს განაშენიანების პროცესი. უკვე დაწყებულია ამ ტერიტორიის პოტენციალის კვლევა და მინდა დავავალო ურბანული განვითარების სამსახურს, რომ ამ კვლევის საფუძველზე შეიმუშაოს ერთიანი ხედვა - განვითარების ჩარჩო გეგმა, რომელსაც მომავალში დაეფუძნება ამ არეალის განვითარება და ქალაქმშენებლობითი პროცესები. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს იქ მცხოვრები ადამიანების ინტერესებს, ასევე, მათ, ვინც იქ უნდა იცხოვროს მომავალში, იმ ადამიანებს, ვისაც უნდათ, რომ გარკვეული ინვესტიციები განახორციელონ ამ ტერიტორიაზე, რადგან ჩვენი მხრიდან მიწოდებული იქნება ჩარჩო გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული არეალი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, უარი ეთქვა განაშენიანების რეგულირების გეგმებს დიღმის ჭალებში, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ვერეს ხეობაში და მტკვრის კალაპოტში გაცემული სპეციალური ზონალური შეთანხმების გასაბათილებლად.

„დოკუმენტებში დიდი ხარვეზები გამოვლინდა და ამ კონკრეტულ ადგილებში მშენებლობა ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ტერიტორიების განაშენიანების ნებართვის მოთხოვნის კუთხით 600-მდე განაცხადს არ მივეცით თანხმობა, რადგან წარმოდგენილი მოთხოვნები, რიგ შემთხვევაში ზონის ცვლილების ან კოეფიციენტის მატების თაობაზე, არღვევდა ქალაქის განვითარების არსებულ პარამეტრებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება მიმდინარე ქაოტური განაშენიანება.
„საჭიროა, ქალაქმშენებლობა ხორციელდებოდეს იმგვარად, რომ არამარტო კომფორტული იყოს ამ ქალაქში ცხოვრება, არამედ გაიზარდოს მისი ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი, ასევე, დაცული იყოს დედაქალაქის, კერძო მესაკუთრისა და ინვესტორის ინტერესები. ეს სამი მიმართულება ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს ერთმანეთთან, რომ ქალაქი სწორად განვითარდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი დამოკიდებულება, სწორი მიდგომა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ მშენებლობებს არ ვეწინააღმდეგებით, პირიქით - ხელს შევუწყობთ, რადგან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კომპონენტია, ამ სექტორში ბევრი ადამიანია დასაქმებული, თუმცა ქალაქის განვითარება უნდა მოხდეს სწორად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა