საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სამტრედია–გრიგოლეთის გზის 18.5 კილომეტრიანი
მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობას ახორციელებს.
სამტრედია–გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის 3 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს.
ამდროისათვის, გზის საფუძვლის, წყალგამტარი მილების, მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობისა და ხიდების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.
აღნიშნული მონაკვეთის სახელშეკრულებო ღირებულება 254 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 400-მდე ადამიანია დასაქმებული.

















