„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ დღეს წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მესამე შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, „სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.
მესამე შუალედური ანგარიში 2012 წლის 4 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარება 4 ივნისამდე დაიწყო, მაგრამ მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.
ასევე, მონიტორინგში შესულია ისეთ ფაქტებს, როგორიცაა - პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების, მუქარის, ზეწოლის, ფიზიკური ანგარიშსწორების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ამომრჩევლის მოსყიდვის, ადმინისტრაცული პატიმრობების შეფარდების შემთხვევები და სხვა.
ანგარიშში ასახულია ინფორმაცია პოლიტიკური გაერთიანებების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებული შეხვედრებისა და მოქალაქეთათვის მიცემული წინასაარჩევნო დაპირებების თაობაზე.

















