logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ილია ელოშვილი: გენერალურ გეგმაში გამქრალია უკვე არსებული კვარტალური გამწვანებები
ილია ელოშვილი: გენერალურ გეგმაში გამქრალია უკვე არსებული კვარტალური გამწვანებები
14:21 27.03.2018
თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განმარტებით, კომპანია "სითი ინსტიტუტის" მიერ შემოთავაზებულ თბილისის მიწასთსარგებლობის გენერალურ გეგმაში კერძო საკუთრებები არ არის გათვალისწინებული და უკვე არსებული კვარტალური გამწვანებები გამქრალია.

ამის შესახებ ილია ელოშვილმა გენერალური გეგმის საჯარო განხილვის დროს განაცხადა, სადაც "სითი ინსტიტუტის" მიმართ არსებულ შენიშვნებზე დეტალურად ისაუბრა.

მისი თქმით, კომპანიის მიერ შემოთავაზებულ გეგმაში უგულვებელყოფილია რეალობა. კერძოდ, არ არის გათვალისწინებული უკვე არსებული შენობების დიდი ნაწილი, ასევე, მთელი ქალაქის მასშტაბით გამქრალია უკვე არსებული კვარტალური გამწვანებები და მათ ადგილს განაშენიანების კოეფიციენტები ადევს.

"რაც უფრო ზუსტია გენგეგმა, მით უფრო სწორ ინფორმაციას ასახავს ის დედაქალაქის მდგომარეობის შესახებ, ასევე, მით უფრო სწორად გამოყენებადია ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქისთვის. დავალება, რაც მერიის მხრიდან კომპანიისთვის იყო მიცემული, არსებული გენერალური გეგმის განახლებაა. თუ საუბარია ქალაქის ირგვლივ და მის პერიფერიებზე საკრეკრეაციო და მწვანე უბნებზე, ძირითადი მატება სატყეო ნაწილიდან გამომდინარეა, რაც კარგია და რეჟიმებს ამკაცრებს. რაც შეეხება საკუთრების კუთხით არსებულ მდგომარეობას, აღნიშნული მიმართულება შესასწავლია", - განაცხადა ილია ელოშვილმა.

მისივე თქმით, ქალაქის ტერიტორიაზე მთლიანად იგნორირებულია და წაშლილია მწვანე არეალები, რომელთან დაკავშირებითაც, კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი ნებისმიერი არგუმენტი თბილისის მერიისთვის მიუღებელია.

"ნებისმიერი არგუმენტაცია, რაც ამ ქმედების მიღმა დგას, ჩვენთვის მიუღებელია. თუ საუბარია გენერალური გეგმის განახლებაზე, ის რაც გვქონდა, მინიმუმ უნდა დარჩენილიყო და მისი იდენტიფიკაცია მომხდარიყო. აღნიშნული დოკუმენტის მიღების შემთხვევაში, ნებისმიერ ინვესტორს, რომელიც მას დახედავს, უჩნდება განცდა, რომ მშენებლობა შეუძლია ყველგან. მეორე ვარიანტი კი, რასაც ჯგუფი გვთავაზობს, ინვენტარიზაციის თავიდან ჩატარებაა, ანუ მშენებლობა დაეფუძნოს მწვანე არეალს და არა პირიქით, მშენებლობას დაეფუძნოს მწვანე არეალი. ასე რომ ხდებოდა, ცუდი იყო და ამ შემოთავაზებას გაუარესებისკენ მივყავართ", - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა