logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნინო თანდილაშვილის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების რაიმე ნიშნების არსებობას არ იზიარებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნინო თანდილაშვილის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების რაიმე ნიშნების არსებობას არ იზიარებს
19:16 26.03.2018
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბრალდების პასუხად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილ უფროსზე, თამარ ბაგრატიაზე ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

სამინისტრო ასევე ვერ გაიზიარებს მინისტრის მოადგილის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების რაიმე ნიშნების არსებობას შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობაში განხორციელებული შერწყმა/რეორგანიზაციის გათვალისწინებით, იმ უფლებამონაცვლე სამინისტროებს და მათ სისტემაში შემავალ დაწესებულებებს, რომელთაც შეეხოთ აღნიშნული პროცესი, უნდა უზრუნველეყოთ ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში და მათ სისტემაში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოსამსახურეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, აგრეთვე, საჯარო სამართლის იურიდიული პირების შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. აღნიშნული ნორმა წარმოადგენს საგამონაკლისო წესს გარდამავალი, შერწყმა/რეორგანიზაციის პერიოდისათვის. უკონკურსოდ გადაყვანის დროს გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო კონკრეტულ თანამდებობაზე გადასაყვანი პირის კვალიფიკაცია და შესაბამისობა კონკრეტული თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად, განხორციელდა სამინისტროების შერწყმა/რეორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც მოხდა ყოფილ სამინისტროებში დასაქმებულ პირთა გადანიშვნა შესაბამის თანამდებობეზე, მათ შორის, თეიმურაზ მთივლიშვილისაც, რომელიც გადაყვანილი იქნა სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე. თეიმურაზ მთივლიშვილი სრულიად აკმაყოფილებს ამ პოზიციისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. აღნიშნული საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამტკიცებულია სააგენტოს უფროსის ბრძანებით 2017 წლის ბოლოს. გასათვალისწინებელია, ისიც რომ სააგენტოს ყოფილ უფროსს, შეეძლო არ დაეკმაყოფილებინა თეიმურაზ მთივლიშვილის განცხადება და სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მის ამ პოზიციაზე გადაყვანასთან დაკავშირებით. საჯარო სამსახურში მოხელეები პოზიციებს უნდა იკავებდნენ პროფესიული ნიშნითა და კვალიფიკაციის მიხედვით. თუკი შემდგომ სამუშაო პროცესში გამოვლინდება, რომ მოხელე ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეოებებს ჯეროვნად, ამისათვის, კანონმდებლობით არსებობს შეფასების სისტემა, რაც აძლევს ხელმძღვანელს შესაძლებლობას მიიღოს მისი გათავისუფლების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება“-აცხადებენ სამინისტროში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა