თბილისის სატელევიზიო ანძაზე "თბილსერვის ჯგუფი" სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, რომლის
ფარგლებში დაზიანებული სანათი მოწყობილობები ახლით ჩანაცვლდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას ანძა ნაწილობრივ იქნება განათებული . სანათების მონტაჟი კვირის ბოლომდე დასრულდება.

















