თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 16 საათამდე სანაპიროს ქუჩას, ხოლო 10-დან 17 საათამდე აღმაშენებლის გამზირის ნაწილს, ჯავახიშვილის, ჩიქობავას, ტურგენევის და ტერენტი გრანელის ქუჩებს გაეთიშება.
10-დან 17 საათამდე ენერგომომარაგება კალიუჟინის, სართანიას, ცქიტიშვილის, ჟღენტის, ლოტკინის და მიმდებარე ქუჩებს, ასევე, მაზნიაშვილის ქუჩას არ მიეწოდება.
ელექტროენერგია 10-დან 18 საათამდე ვაშლიჯვრის დასახლების და დიდგორის ქუჩას, ონიანის, ხაჩატურიანის, კალანდაძის, კაკაბეთის, ყარყარაშვილის, არველაძის, მებარიშვილის, გუჯარეთის, მელაანის, ბუშის, საბარეგოს, შორაპანის, საინგილოს და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში შეზღუდვა იუმაშევის და ჭირნახულის ქუჩებს შეეხება.
ქვესადგურში „დიდი ნავთლუღი“ სარემონტო სამუშაოების გამო, 10-დან 10:30 საათამდე და 18-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგია აეროპორტის დასახლების, ნავთლუღის მე-2 დასახლების, მოსკოვის გამზირის, ჯავახეთის, ნაკადულის, ოცხელის და ქინძმარაულის ქუჩებს გაეთიშება.

















