ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი, მისი
მოადგილე კონსტანტინ ვარდანიანი და მერიის კულტურის, განათლების სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი ჟორა სნხჩიანი, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა განყოფილების უფროსი ვაჰე ირიციანი, საკრებულოს აპარატის უფროსი არფიკ სოღოიანი და სხვები დღეს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს და სხვა წევრებს შეხვდნენ.
სტუდენტური პარლამენტი და „საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად პროექტს “განავითარე შენი რეგიონი“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშიც განახორციელებს.
სტუდენტური პარლამენტისა და საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების წარმომადგენლებმა ( გიგა გლუნჩაძე და სხვები) ადგილობრივ ხელმძღვანელობას აღნიშნული პროექტი დეტალურად გააცნეს და მის მნიშვნელობაზეც ესაუბრნენ.

















