logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით თბილისის მწვანედ განათებული სატელევიზიო ანძა ირლანდიის ყველაზე პოპულარული მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში მოხვდა
წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით თბილისის მწვანედ განათებული სატელევიზიო ანძა ირლანდიის ყველაზე პოპულარული მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში მოხვდა
13:02 24.03.2018
ირლანდიური დღესასწაულის, წმინდა პატრიკის დღის აღსანიშნავ გლობალურ კამპანიაში „Global Greening” თბილისის მონაწილეობამ დუბლინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუზეუმის “EPIC – The Irish Emigration Museum” განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა.

კერძოდ, მუზეუმმა თბილისის მწვანედ განათებული სატელევიზიო ანძის ამსახველი ფოტო შეიტანა მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში, რომელიც კამპანიის „Global Greening” ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით მწვანედ განათებულ ღირსშესანიშნაობებს ასახავს. საგულისხმოა, რომ მიმდინარე წელს „Global Greening”-ის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში მსოფლიოს 49 ქვეყნის 300-ზე მეტი ღირსშესანიშნაობა განათდა მწვანე ფერში, თუმცა მუზეუმმა მხოლოდ მათი მცირე ნაწილი შეარჩია მუდმივმოქმედი გამოფენისათვის, მათ შორის თბილისის სატელევიზიო ანძა.

აღსანიშნავია, რომ წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით, ირლანდიის ტურიზმის ეროვნული სააგენტოს კამპანია „Global Greening” მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მდებარე ღირსშესანიშნაობების მწვანედ განათებას გულისხმობს, რაც ირლანდიასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის მეგობრობის სიმბოლოა. თბილისი, როგორც დუბლინის პარტნიორი ქალაქი, 2015 წლიდან ჩაერთო აღნიშნულ გლობალურ კამპანიაში და წელს უკვე მეოთხედ მოხდა ირლანდიურ დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის არქიტექტურული ღირსშესანიშნაობის განათება მწვანე ფერში.

დუბლინის “EPIC” მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძის ფოტოს განთავსება სასიხარულო მოვლენაა და იგი ხელს უწყობს ირლანდიაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას. ამასთან, “EPIC – The Irish Emigration Museum” დუბლინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც უახლესი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ინტერაქციულ მუზეუმს წარმოადგენს და გასული წლის განმავლობაში 90 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია.

წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით თბილისის სატელევიზიო ანძის მწვანედ განათება ასევე გააშუქა ირლანდიის ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ „Tourism Ireland”, საკუთარი ოფიციალური ვებ-გვერდისა და სოციალური მედიის მეშვეობით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა