logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოსა და პორტუგალიის განათლების მინისტრები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
საქართველოსა და პორტუგალიის განათლების მინისტრები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
16:52 23.03.2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და პორტუგალიის განათლების მინისტრმა ტიაგო ბრანდაო როდრიგესმა სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს. მინიტრებს შორის ორმხრივ შეხვედრაზე მთავარი აქცენტი პროფესიულ განათლებაზე და ამ მიმართულებით სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე გაკეთდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის განათლების სამინისტროებს შორის შემუშავდეს მემორანდუმი, რაც განათლების კუთხით ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გააღრმავებს.

მიხეილ ჩხენკელმა პორტუგალიელ კოლეგას პროფესიულ განათლებაში სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის შემუშავება შესთავაზა, რაც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს გარკვეული დროით პორტუგალიის კოლეჯებს ესტუმრონ და ამ ფორმით ცოდნა გაიღრმავონ. ამასთან, საქართველოს კოლეჯები პორტუგალიელ სტუდენტებს უმასპინძლებენ.

პორტუგალიის განათლების მინისტრმა ქართველ კოლეგას საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა, თუ როგორ დაძლიეს პროფესიულ განათლებასთან მიმართებით არსებული ფსიქოლოგიური ბარიერი და როგორ ცდილობენ წლიდან წლამდე პროფესიული განათლების პრესტიჟი და პოპულარობა გაზარდონ.


შეხვედრის დასასრულს, მიხეილ ჩხენკელმა პორტუგალიელი კოლეგა საქართველოში დაპატიჟა. თანამშრომლობის მემორანდუმს, ხელი სწორედ მისი ვიზიტის დროს მოეწერება.


საქართველოსა და ფინეთის განათლების მინისტრების შეხვედრა ლისაბონში, განათლების მინისტერიალია ფარგლებში შედგა, რომელიც პორტუგალიის მთავრობის ორგანიზებით ტარდება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, პედაგოგთა კავშირების ლიდერები და განათლების ექსპერტები მონაწილეობენ. საქართველოს დელეგაციის წევრები არიან ასევე პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე და საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის თანადამფუძნებელი არჩილ სუმბაძე.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა