საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად,
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნულ მონაკვეთზე, მიმდინარე წლის 22 მარტს დილას, დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოვიდა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

















