logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები რეგიონებში შეხვედრებს გამართავენ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები რეგიონებში შეხვედრებს გამართავენ
11:51 22.03.2018
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებენ.
შეხვედრები ამჯერად ხაშურში, ბათუმსა და ზესტაფონში გაიმართება. შეხვედრებზე ცენტრის წარმომადგენლები რეგისტრაციისა და 2018 წლის გამოცდების სიახლეებზე ისაუბრებენ, აგრეთვე აბიტურიენტთა კითხვებს უპასუხებენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა საგნის გამოცდისათვის რეგისტრაცია 5 მარტს დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. აპლიკანტები რეგისტრაციას ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.gov.ge და online.naec.ge) გადიან.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპიანი იქნება. აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე შეეძლებათ. 30 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 15 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება მას აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე ექნება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სიახლეები 2018:


• აბიტურიენტებს პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა სპეციალური სისტემის მეშვეობით შეუძლიათ - რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდა გვერდი, სადაც განთავსდება ყოველდღიურად განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.
• არჩევით საგნებში გამოცდა მხოლოდ ქართულ ენაზე ჩატარდება.
• ზოგადი უნარების ტესტში ანალოგიები არა დამოუკიდებელი ბლოკის სახით, არამედ წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებების ბლოკთან ერთად იქნება წარმოდგენილი, რაც აბიტურიენტებს უნარების უკეთ გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს.
• ცენტრი თითოეულ აბიტურიენტს უზრუნველყოფს შესაბამისი გელიანი (ტუშის) კალმისტრით, თუმცა აბიტურიენტს, სურვილის შემთხვევაში, გამოცდაზე საკუთარი გელიანი (ე. წ. ტუშის) კალმის შეტანა შეეძლება (0,5მმ-დან 0,7მმ-მდე ბურთულიანი წვერით).


ყოველ ხუთშაბათს ვიდეორუბრიკა „ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად“ აბიტურიენტებს ტესტურ დავალებებზე მუშაობასთან დაკავშირებულ რჩევებსა და რეკომენდაციებს აწვდის.

პროექტის ფარგლებში ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი სხვადასხვა ტიპის დავალებებს განიხილავს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა რუბრიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მოამზადა.

#სანდოთანამგზავრი ცენტრის ახალი პროექტია და აბიტურიენტებისა და უფროსკლასელების მხარდაჭერას ითვალისწინებს.


#სანდოთანამგზავრის ფარგლებში ცენტრი აბიტურიენტებს ასევე სთავაზობს:

• ზოგადი უნარების იმიტირებულ გამოცდაში მონაწილეობას სრულიად უფასოდ.
• გამოსაშვები გამოცდების რეპეტიციის გავლას ონლაინ ნებისმიერი, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა