logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: „სითი პარკის“ მცდელობა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად
კახა კალაძე: „სითი პარკის“ მცდელობა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად
11:05 22.03.2018
კომპანია „სითი პარკთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობის გამო მოხდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტირების ყოველგვარი მცდელობა საფუძველს მოკლებულია, რადგანაც კომპანიის მხრიდან არის მცდელობა, პროცესი პოლიტიკურ ჭრილშიგანიხილოს.

„მინდა გამოვეხმაურო „სითი პარკის“ მიერ გაკეთებულ განცხადებებს. სამწუხაროდ, კომპანიის მხრიდან არის მცდელობა, აღნიშნული პროცესი პოლიტიკურ ჭრილშიგანიხილოს, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა „სითი პარკის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობის გამომოხდა. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტირების ყოველგვარი მცდელობა საფუძველს მოკლებულია და არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მოსახლეობა შეცდომაშიშეიყვანოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, 10 აპრილამდე კომპანია ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობის შესრულებასჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს, ხოლო 10 აპრილიდან დედაქალაქში პარკირების მენეჯმენტს სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

დედაქალაქის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის მერიას ბიზნესთან ჯანსაღი, სამართლებრივ საფუძვლებზე დამყარებული ურთიერთობა აკავშირებს.

„ჩვენ ბიზნესთან გვაქვს ჯანსაღი, სამართლებრივ საფუძვლებზე დამყარებული ურთიერთობა. მერიის კარი ყოველთვის ღიაა ბიზნესსექტორისთვის. მივესალმებით, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების საქმიანობას საქართველოში. ასევე, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ისრაელის კომპანიებისთვის მერიის კარი ყოველთვის ღიაა. მზად ვართ, მათი წინადადებები განვიხილოთ და ზოგადად, ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას ჩვენს ქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე,შეეხო „სითი პარკის“ თანამშრომლების საკითხს. კახა კალაძემ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, მამუკა კობახიძეს დაავალა, რომ კომპანიის 120-მა თანამშრომელმა მუშაობა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაგრძოს.

„ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის ყველა ადამიანის ბედი ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მინდა დავავალო სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, მამუკა კობახიძეს, რომ ის 120 თანამშრომელი, რომელიც ამ კომპანიაში მუშაობდა, მათი გამოცდილება იქნას გამოყენებული და თბილისის სატრანსპორტო კომპანიაშიგადმოვიყვანოთ. ეს ადამიანები მათი კომპანიის ქმედებების გამოარ უნდა დაზარალდნენ. პირიქით, მათი გამოცდილება გამოყენებული იქნება პარკირების სისტემის მართვისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს ასევედაავალა, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ზომები იმისთვის, რომ საპარკინგე ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადებში მოეწყოს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა