logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: გარემოს დაცვა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია
ირაკლი კობახიძე: გარემოს დაცვა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია
09:38 22.03.2018
„გარემოს დაცვა ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ეს არის ის ამოცანა, რომლის განხორციელებაში თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს ჩართული“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნიკო კეცხოველის პრემიის „2018 – აღმოაჩინე საქართველოს“ ფინალურ ღონისძიებაზე, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიესალმა ღონისძიების მონაწილეებს და პარლამენტში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, გარემოს დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და საამაყოა, რომ საქართველოს პარლამენტს გარემოს დაცვის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

„ამ საქმეს საქართველოს პარლამენტში უძღვება კახა კუჭავა, ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ძალიან ფართო შესაძლებლობები და ჩვენ ვართ ამაყი იმით, რომ საქართველოს პარლამენტს შეაქვს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოში გარემოს დაცვის უზრუნველყოფაში, რა თქმა უნდა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად. თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ხელისუფლების ძალისხმევა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ გავუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს, უზრუნველვყოთ მომავალი თაობებისთვის სუფთა გარემოში ცხოვრება. საჭიროა თითოეული ჩვენგანის ჩართულობა ამ საქმეში და ჩვენ გვაქვს თქვენი ძალიან დიდი იმედი,“-მიმართა ირაკლი კობახიძემ ღონისძიების მონაწილეებს.

ტყის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფინალური ტურის მონაწილეებს მიმართა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ.

„მოხარული ვარ, რომ ეს ღონისძიება ქუთაისში ტარდება. სრული მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ამ პროექტს და თითოეულ მოსწავლეს, ვინც იღებს მონაწილეობას ამ ღონისძიებაში. დარწმუნებული ვარ, ეს ის პროცესია, სადაც დამარცხებული მონაწილე არ არსებობს. თქვენ ყველანი ხართ გამარჯვებულები და თქვენი დამსახურებაა ის შედეგი, რომელსაც ხვალ ყველა ერთად მივაღწევთ,“-განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ. მან მონაწილეებს კომიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სატყეო რეფორმის შემუშავება და განხორციელება დაასახელა.

„ჩვენმა კომიტეტმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, სადაც სატყეო რეფორმა ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელზეც ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ მსჯელობას. ტყის კოდექსზე მუშაობა დასრულებულია. დარწმუნებული ვარ პარლამენტში ძალიან საინტერესო მსჯელობა გვექნება ამ კუთხით. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი კანონი, ეს არის მასშტაბური რეფორმა, რომელიც უნდა ჩავატაროთ ტყის მართვასთან დაკავშირებით და ის უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ კანონს, არამედ, კანონქვემდებარე აქტებზე მუშაობასაც და თუ საჭიროა, მეტი ეფექტურობისთვის, ინსტიტუციონალურ ცვლილებებსაც. ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ აღებული გვაქვს ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე და პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობის წინაშე. ჩვენ ვალდებული ვართ ზედმიწევნით ეფექტურად განვახორციელოთ ეს პროცესი,“-განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

ნიკო კეცხოველის კონკურსი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი სასკოლო კონკურსია, რომელიც 2014 წელს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, პროექტის „ტყის მდგრადი მართვა“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (ADC) დაარსდა. 2018 წელს კონკურსში საქართველოს ყველა რეგიონიდან დარეგისტრირებული 700 სკოლიდან, ნახევარფინალურ ეტაპზე 128 სკოლა გადავიდა, ხოლო ფინალისთვის 29 სკოლა შეირჩა.

კონკურსში მონაწილე მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე ვიდეომიმართვები და მათ მიერ განხორციელებული „მწვანე ინიციატვების“ შესახებ პრეზენტაციები წარმოადინეს. სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს მთელი წლის განმავლობაში გარემოსდაცვითი განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, მდგრადი ტურიზმისა და გარემოსთან მეგობრული დამოკიდებულების პოპულარიზაციაში ეჯიბრებოდნენ. 29 ფინალისტი სკოლიდან, 3 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა.

ფინალურ ღონისძიებაზე, დღესვე, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსში გამარჯვებულ სკოლას, პარლამენტის სახელით სიმბოლური საჩუქარი, 5 უნიკალური ჯიშის ხე გადაეცა. ფინალში მონაწილე საჯარო სკოლების მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, გადასცა.

ნიკო კეცხოველის პრემია 2018, პროექტის, ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“, ფარგლებში – ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
დაჯილდოების ცერემონიას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა