საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ყვარელში ახალი საავადმყოფო გახსნა.
პრეზიდენტმა გახსნის ცერემონიის შემდეგ ყვარელის მოსახლეობას სიტყვით მიმართა და სხვა საკითხებთან ერთად, ქვეყანაში სამედიცინო სფეროს განვითარებაზე ისაუბრა.
"აქამდე იყო რამდენიმე პალატიანი საავადმყოფოები და რეგიონებიდან ადამიანს სამკურნალოდ ჩასვლა თბილისში უწევდა", - განაცხადა სააკაშვილმა ყვარლის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
საავადმყოფოს გახსნაზე საქართველოს პრეზიდენტმა ყვარლის ტურისტულ პოტენციალზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წელს ყვარელში ახალი სასტუმროები შენდება, რომელიც წელსვე დასრულდება.

















