უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ქართველ ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.
" ადამიანებს, რომლებსაც არანორმალურად უყვართ საკუთარი პროფესია, მათ, ვინც კოლეგიალურები, უზომოდ ნიჭიერები და ენერგიულები, ხშირად ძალიან კრიტიკულები, მაგრამ უაღრესად ადეკვატურები არიან; ადამიანებს, რომლებსაც დიდი მოთმინების და შრომის განსაკუთრებული უნარი გააჩნიათ, ვისთვისაც გამორჩეული პროფესიული ჟინით მოქმედება, დინამიკა და გაუჩერებელი მოძრაობა, უკვე უბრალოდ სასიამოვნო ჩვევაა, - ჩემი უდიდესი პატივისცემა მინდა დავუდასტურო!
ვულოცავ ქართველ ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს!"- აცხადებს მდინარაძე.
21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტიკის დღეს 1993 წლიდან აღნიშნავენ.
საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.

















