ავიაკომპანია „ავიასერვისის“ მიერ ექსპლუატირებული ვერტმფრენი AS 350, რომელიც სტეფანწმინდის
რაიონის ართმხოს ხეობაში ფრენებს ასრულებდა, 2700 მეტრ სიმაღლეზე დაფრენისას, ჯერ-ჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო დაზიანდა. ვერტმფრენის მფრინავი და ბორტზე მყოფი მგზავრები არ დაშავებულან.
მომხდარ საავიაციო შემთხვევას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო იკვლევს.
ამ წუთებში გუდაურიდან ართმხოს ხეობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე მიემგზავრება, რომელიც არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა . მისი განცხადებით, ვერტმფრენის ყველა მგზავრი სრულიად უვნებელია და მომხდარი შემთხვევის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს მოკვლევა.

















