logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 კახა ბექაური: ჩვენ კი არ უნდა ვიმსჯელოთ, ვის როგორი მაუწყებელი მოგვწონს, უნდა შევთანხმდეთ საზომებზე, როგორ შევაფასოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა
კახა ბექაური: ჩვენ კი არ უნდა ვიმსჯელოთ, ვის როგორი მაუწყებელი მოგვწონს, უნდა შევთანხმდეთ საზომებზე, როგორ შევაფასოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა
10:10 19.03.2018
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა უნდა შეთანხმდეს საზომებზე, ინდიკატორებზე, როგორ უნდა შეფასდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა და რა პერიოდულობით.

ამის შესახებ ბექაურმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც კახა ბექაურმა აღნიშნა, მაუწყებლის საქმიანობის შეფასების პრაქტიკა უკვე არსებობს და ასეთი შეფასების ინდიკატორი სამია.

„აქაც შეყირავებულ რეალობასთან გვაქვს საქმე, ისე წარმოადგინეს, თითქოს სარეკლამო შემოსავალი ფულის დამატებისთვის სჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. საერთოდ, ბევრი არასწორი მოსაზრება მესმოდა მთელი ამ დროის განმავლობაში. ზოგიერთი არასამთავრობოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ აი, ასეთი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორიც მას მოსწონს. ეს სწორი არ არის. ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიმსჯელოთ, ვის როგორი მოგვწონს, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ საზომებზე, ინდიკატორებზე, ანუ როგორ შევაფასოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა და რა პერიოდულობით. ჩვენ იმ პარამეტრებზე უნდა ვიმსჯელოთ, ანუ ჩვენი სამსჯელოა ინდიკატორები, რითაც უნდა შეფასდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამის გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკაც არსებობს, ასეთი ინდიკატორი არის სამი. ეს არის რაოდენობრივი ინდიკატორი, როგორიც არის რეიტინგი, რომელიც არის ყველასთვის, მათ შორის კერძო მაუწყებლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფასების ინდიკატორი, მაგრამ ის არის რაოდენობრივი ინდიკატორი. მეორეა რეკლამა, რომელიც სინამდვილეში ფულისთვის კი არ იყო, იმისთვის მოხდა ეს ცვლილება, რომ რეკლამა არის ხარისხის ინდიკატორი. საზოგადოებრივი მაუწყებელი ნიშურ გადაცემებსაც აკეთებს, სადაც მაყურებლის რაოდენობა შეიძლება ბევრი არ იყოს, მაგრამ რეკლამის მიმცემს თუ დააინტერესებს ამ გადაცემაში რეკლამის მიცემა, ეს ნიშნავს, რომ ის ხარისხიანი გადაცემაა. ამიტომ არის, რომ რეკლამა ხარისხის მაჩვენებელი ინდიკატორია. მესამე, რადგანაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენი ფულით, საზოგადოების ფულით ფინანსდება, მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რამდენ ფულს აბრუნებს უკან, ანუ უბრუნებს საზოგადოებას საზოგადოებრივი მაუწყებელი. ქართულ წარმოებაში, ქართულ კონტენტში რა ფულს ხარჯავს და რამდენად მცირე გააქვს საზღვრებს გარეთ, რომ უცხოური კონტენტი იყიდოს. ეს სამი მთავარი ინდიკატორია, შეიძლება იყოს სხვაც, მაგრამ ამაზე გვაქვს სამსჯელო, ამაზე უნდა შევთანხმდეთ. შემდეგ უნდა ვაცადოთ, უნდა ვთქვათ ვადები, ერთი წელი, ორი წელი, რომ შესაბამისად ამ ინდიკატორებით გავზომოთ, რამდენად კარგად მიდის საზოგადოებრივ მაუწყებელში საქმე. თუ არ მიდის, მაშინ უნდა მოვთხოვოთ პასუხი“. – განაცხადა კახა ბექაურმა.
მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამა სჭირდება. ბექაურის განმარტებით, რეკლამა რომ დარჩენილიყო ხარისხობრივ ინდიკატორად და საზოგადოებრივ მაუწყებელს არ წაერთმია კომერციული ტელევიზიებისთვის დიდი ნაწილი, სწორედ ამიტომ საუბარია შეზღუდულ და პრაქტიკულად, სარეკლამო ბაზრის მხოლოდ 2%-ზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა