logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა ბექაური: ის რომ მედია პოლიტიკის შემქნელ ორგანოს არ აქვს უფლება შეხვდეს ტელევიზიის დირექტორს - აზრს მოკლებულია
კახა ბექაური: ის რომ მედია პოლიტიკის შემქნელ ორგანოს არ აქვს უფლება შეხვდეს ტელევიზიის დირექტორს - აზრს მოკლებულია
09:44 19.03.2018
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური "იმედის კვირის" პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და მისი მისამართით გაკეთებულ ბრალდებებს უპასუხა.
ბექაურის თქმით, მას, როგორც კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ქვეყანაში მედიაპოლიტიკის განმსაზღვრელია, სრული უფლება აქვს აღნიშნულ თემაზე აზრი დააფიქსიროს. კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა ბორდის წევრობის ერთ-ერთ კანდიდატ ზაზა შათირიშვილზე, რომლის ლობირებასაც სწორედ მას აბრალებდნენ.
„როცა რომელიმე თვითმარქვია ჟურნალისტი ამბობს, რომ მე არ მაქვს უფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს დავურეკო და დაველაპრაკო ეს გასაგებია, მაგრამ, როცა იგივეს ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, აქ უკვე არ ვიცი რა კომენტარი გავაკეთო, როგორც ჩანს, ერთნაირი კომპეტენცია აქვთ ამ საკითხებში. მათ რომ ამ საკითხში ოდნავი კომპეტენცია ჰქონდეთ და იცოდნენ ევროპული მაგალითები, ამას ნამდვილად არ იტყოდნენ. კომისიის თვამჯდომარეს არა თუ საჯაროდ შეუძლია აზრის გამოთქმა ბორდის კანდიდატზე, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებსა და ა. შ, არამედ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და ლატვიაში, არა თუ მსჯელობს კომისია ამ თემებზე, არამედ პირდპაირ ნიშნავს მათ, ამის პრაქტიკაც არსებობს. ამიტომ ის, რომ მედია პოლტიკის შემქნელ ორგანოს არ აქვს უფლება რომ შეხვდეს ტელევიზიის დირექტორს - აზრს მოკლებულია, აბა როგორ უნდა გავიგოთ ის პრობლემები, რაც მედიაში არსებობს, თუ მათ ხელმძღვანელებს არ ველაპარკეთ“. - განაცხადა „იმედის კვირის“ ეთერში კახა ბექაურმა.
შეკითხვაზე რეალურად რომ ჰქონდეს მას შესაძლებლობა დაუჭერდა თუ არა მხარს ზაზა შათირიშვილის წევრობას მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში, ბექაურმა უპასუხა რომ - კი, მას მხარს აუცილებლად დაუჭერდა.
„რაც შეეხება ზაზა შათირიშვილს, მოკლედ ვიტყვი, რადგან ზაზას ჩემი ლობირება და მხარდაჭერა არ ჭირდება, მე ვუყურე გასაუბრებას და იქაც ამოყირავებულია ვითარება, ვერ გაიგეს იმ ადამაინებმა, ვინც გასაუბრებას ატარებს, რომ ეს არ არის დაკითხვა და არც გამოცდა. მთელ მსოფლიოში და კანონდებლობითაც ასეა გაწერილი, რომ ბორდის კანდიდატები ორ მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ, მთავრი არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი, შესაბამისად, ბორდის წევრების თავისუფლების ხარისხი უნდა იყოს ძალიან მაღალი, სხვანაირად ისინი არხის დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფენ. ზაზა შათირიშვილს აქვს თავისუფლების ხარისხი ძალიან მაღალი, არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ზაზა ამ მიმართულებით ყველაზე ძლიერია. მეორე ვალდებულება, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაა, კულტურულ საგანმანათლებლო მიმართულება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაუწყებლისთვის, რადგან ამ ტიპის და ამ შინაარსის გადაცემებს კერძო მაუწყებლები არ აკეთებენ, ამიტომ საზოგადოებრივი მაუწყებვლის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს კულტურულ საგანმანათლებლო მიმართულება და ამ მიმართულებითაც ზაზა შათირიშვილს რომ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია მაუწყებლისთვის, ეს საკამათო არ არის“. - განაცხადა „იმედის კვირის“ ეთერში კომუნიკაცისების კომისიის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა