logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა ბექაური: სატელევიზიო ბაზარი აღარ გაიზრდება.. მაგრამ ძალიან მზარდი იქნება ინტერნეტის სარეკლამო ბაზარი
კახა ბექაური: სატელევიზიო ბაზარი აღარ გაიზრდება.. მაგრამ ძალიან მზარდი იქნება ინტერნეტის სარეკლამო ბაზარი
09:38 19.03.2018
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა სატელევიზიო სარეკლამო ბაზარში მისი შესაძლო ინტერესების შესახებ ოპონენტების მიერ წაყენებულ ბრალდებებ უპასუხა.
კომისიის თავმჯდომარემ სარეკლამო ბაზრის ტენდენციებიც შეაფასა.
მისი განცხადებით, ამ მიმართულებით მსოფლიოში ტენდენცია იცვლება, კერძოდ, ტრადიციული მედიიდან სარეკლამო შემოსავლები ინტერნეტ პლათფორმებზე მიდის.
„მომხმარებლის ქცევა იცვლება, მედია იცვლება ნელ-ნელა მულტიმედიური პლაფთორმით, ინტერნეტი, სმარტპონები, ამიტომ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო მედია კომპანიებს, აუცილებლად გადაეწყონ და განავითარონ ეს მიმართულება, კი ცდილობენ რომ შექმნან ინტერნეტ პლათფორმები, მაგრამ უჭირთ, მთელ მსოფლიოში ასეთია ტრენდი, რომ სატელევიზიო ბაზარი აღრა იზრდება, მაგრამ ძალიან მზარდი იქნება ინტერნეტ სარეკლამო ბაზარი, ამიტომ მედიამ საშუალებებმა უნდა მაოხერხონ აეწყონ და მეტი შემოსავალი მიიღონ.“
მისი განცხადებით, კომისიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემსახურებოდა იმას, რომ სარეკლამო ბაზარი გაზრდილიყო. კახა ბექაურის თქმით, კომუნიკაციების კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, ოპონენტებისგან კვალიფიციური კრიტიკა მას არ მოუსმენია: "მხოლოდ და მხოლოდ შეურაცხყოფა იყო, რაზეც ცხადია, რომ მე არ ვუპასუხებ, თუ იქნება კვალიფიციური კრიტიკა ცხადია, მზად ვარ ამისთვის". - თქვა კახა ბექაურმა.
რაც შეეხება მომავალი წლის სარეკლამო ბაზრის ტენდენციებს, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს ბაზარი ნაკლებად გაიზრდება რადგან მომხმარებლების მხრიდან მედიაკონტენტის მოხმარება იცვლება და შესაბამისად სარეკლამო ბაზარიც ინტერნეტ პლათფორმებზე მიდის.
"კლასიკური მედიაპლატფორმებისგან განსხვავებით, რომელიც არის ტელევიზია, რადიო და ბეჭდური მედია, ბოლო პერიოდში ძალიან ვითარდება მულტიმედიური კონტენტი. სმარტფონებისა და გაჯეტებით ძალიან აქტიური გახდა მომხმარებლების მხრიდან, როგორც ვიდეო, ასევე ტექსტური კონტენტის მოხმარება. ამიტომ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო მედიაკომპანიებს, აუცილებლად გადაეწყონ ამ სიახლეზე. იმიტომ, რომ ბაზარზე არ არის ამ მხრივ კარგი სიტუაცია. რასაც ვუყურებ, ისინი ვერ ერგებიან ახალ გამოწვევებს - კი, ცდილობენ ინტერნეტის კონტენტის შექმნასაც, მაგრამ უჭირთ. ეს ტრენდი მთელ მსოფლიოშია ასე - კლასიკური სატელევიზიო ბაზარი აღარ გაიზრდება, ან გაიზრდება ძალიან მცირედით, მაგრამ ძალიან მზარდი იქნება ინტერნეტის სარეკლამო ბაზარი. შესაბამისად, მედიაკომპანიებმა უნდა მოახერხონ მულტიმედიური კონტენტის განვითარება, რათა ამ შეცვლილი ქცევის შესაბამისად, დააკმაყოფილონ მაყურებელის მოთხოვნა". - განაცხადა „იმეიდს კვირის“ ეთერში კახა ბექაურმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა