logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მედიის წარმომადგენლებს სოფლის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები გააცნეს
მედიის წარმომადგენლებს სოფლის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები გააცნეს
13:02 18.03.2018
ჟურნალისტები საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტებისა და 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხოციელების შესახებ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ, რომელიც 17-18 მარტს ყვარელში გაიმართა. შეხვედრა ჩატარდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.

„სოფლის განვითარება საქართველოსათვის ახალი, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კონცეფციაა. მისი დანერგვა და განხორციელება ბევრ საკვანძო სფეროზე აისახება, მათ შორის, ეკონომიკაზე, გარემოს დაცვაზე, სოციალურ საკითხებზე და სოფლის მეურნეობაზე. სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან ღია და გამჭვირვალე თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების წარმატებისათვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

შეხვედრაზე სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

ნოდარ კერესელიძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, სოფლის განვითარების პოლიტიკის შექმნასა და დანერგვაზე ისაუბრა და ჟურნალისტებს ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება და საქართველოს რეალობაში მისი გამოყენების შესაძლებლობები გააცნო. ასევე ყურადღება გამახვილდა სოფლის განვითარებაში 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულებულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრა გაგრძელდა სამუშაო ჯგუფებში, სადაც ჟურნალისტებმა სოფლის განვითარების შესახებ ინფორმაციის ეფექტიანი გავრცელების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს და სხვადასხვა აუდიტორიაზე მორგებული საკომუნიკაციო მასალების საკუთარი ხედვა წარადგინეს.

სოფლის განვითარების პირველი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველომ 2017 წლის მარტში მიიღო. სტრატეგიის მიზანია სოფლის განვითარების ევროპული მოდელის დანერგვა და საქართველოს ეროვნული ხედვის განსაზღვრა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ადგილობრივი ეკონომიკის ზრდა და დივერსიფიცირება, სოციალური და საჯარო სერვისების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და განვითარების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა. სტრატეგიის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი ეროვნული განხილვა საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის მონაწილეობით.

სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის მიღებისა და განხორციელების პროცესს მხარს უჭერენ ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირის უფრო ფართო ინიციატივის, ENPARD-ის, ფარგლებში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა