აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების იდენტურ ტესტირებას 17 მარტს ზოგად უნარებში
გაივლიან. ტესტირება საგამოცდო პროცედურების დაცვით ჩატარდება, ასე რომ, მონაწილეს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს საგამოცდო გარემოს. აბიტურიენტი შედეგს ტესტზე მუშაობის დასრულებისთანავე შეიტყობს.
იმიტირებული გამოცდა 17 მარტს თბილისში, სდასუს შენობაში ორ სესიად ჩატარდება. მონაწილეობას წინასწარ რეგისტრირებული აბიტურიენტები მიიღებენ.
ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი პროექტის - „სანდო თანამგზავრის“ ფარგლებში იმართება. პროექტი საშუალებას აძლევს აბიტურიენტებს შეამოწმონ საკუთარი თავი და შეიძინონ უნიკლაური გამოცდილება. ტესტირებები უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერით იმართება და მონაწილეობა უფასოა.
#სანდოთანამგზავრი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ხელშეწყობას ითვალისწინებს. პროექტი მოსწავლეებს ასევე სთავაზობს გამოსაშვები გამოცდების ონლაინ რეპეტიციასა და ყოველკვირეულ რუბრიკას - „ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად“, რაც ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა ტიპის დავალების განხილვას გულისხმობს.

















