logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჟურნალის „სკოლის მართვა“ პრეზენტაცია გაიმართა
ჟურნალის „სკოლის მართვა“ პრეზენტაცია გაიმართა
17:15 15.03.2018
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და „სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის“თანამშრომლობით ჟურნალი “სკოლის მართვა” გამოიცა. ჟურნალი სკოლის ადმინისტრატორებისთვის არის განკუთვნილი და სერიულ ხასიათს ატარებს. გამოცემაში თავმოყრილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მართვის აქტუალური თემატიკა, მართვის საუკეთესო პრაქტიკა, ინტერვიუები განათლების სპეციალისტებთან და სხვა.
ჟურნალი “მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის” ფარგლებში შეიქმნა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
ჟურნალის რედაქტორს, განათლების სფეროს ექსპერტს, სკოლა „ჰამილტონის“ დირექტორს და „სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარეს - გია მურღულიას მიაჩნია, რომ ჟურნალი სასწავლო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს დაეხმარება მათი განსაკუთრებული მისიის შესრულებაში: “ჟურნალი სკოლის ლიდერთათვის სასარგებლო და საჭირო გამოცემად უნდა იქცეს, ერთგვარ დირექტორის სამაგიდო რესურსად”, -განაცხადა გია მურღულიამ.
ჟურნალში წარმოდგენილი სტატიების ავტორები მოქმედი დირექტორები, განათლების სფეროს სპეციალისტები და საერთაშორისო ავტორები არიან. ეს შესაძლებლობას მისცემს ჩვენს დირექტორებს უკეთ გააცნობიერონ მართვის საერთაშორისო და ეროვნული პრობლემატიკა, მოარგონ არსებული გამოცდილება საკუთარი სკოლის კონტექსტს და მეტად მოსწავლეზე ორიენტირებული გახადონ სკოლა.
„მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის” მიზანია ხელი შეუწყოს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების გაუმჯობესებას საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში, ასევე სკოლების მართვის გაუმჯობესება.
ამ მიზნით პროგრამის ფარგლებში 2016-2019 წლებში გადამზადდება ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, ინგლისურისა და გეოგრაფიის VII-XII კლასების ყველა მოქმედი მასწავლებელი, აგრეთვე, ყველა საჯარო სკოლის დირექტორი და სკოლის ბაზაზე პროექტის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი.
დირექტორების პროფესიული განვითარების პროგრამის- ლიდერობის აკადემიის სატრენინგო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო სკოლების დირექტორებს, ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.
ლიდერობის აკადემია სამი დონისაგან შედგება და წარმოადგენს ტრენინგ-მოდულების ერთობლიობას, რომელიც 2016 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
“მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი”ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის.
ჟურნალი ყველა საჯარო სკოლას უსასყიდლოდ გადაეცემა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა