საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 212 დევნილ სტუდენტს, რომლებიც სახელმწიფო
პროფესიულ კოლეჯებში სწავლობენ ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს.
სააგენტო "დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას" 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, 2016-2017 წლებში, სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო სასწავლებლებში ჩარიცხული 500-მდე დევნილი სტუდენტი უკვე დაფინანსდა და ეს პროცესი 2018 წელსაც გაგრძელდება.
ტრანსპორტირების ხარჯების დაფინანსების მოთხოვნით, დევნილმა სტუდენტებმა, წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში, უნდა შეავსონ განაცხადი და ჩააბარონ სააგენტოში, მისამართზე - თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა ან სკანირებული განაცხადი, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, გამოგზავნონ სააგენტოს ოფიციალურ ელ. ფოსტაზე - ინფო@ლიველიჰოოდ.გოვ.გე

















