საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის, "ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიციის" მონაწილეებს შეხვდა.
შეხვედრაზე სტუდენტებმა ექსპედიციის შედეგებზე და მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სტუდენტებმა "ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიცია 2017" - ის განხორციელებისას მიხეილ ჩხენკელის განსაკუთრებულ როლს გაუსვეს ხაზი. იმ დროისათვის მიხეილ ჩხენკელი უნივერსიტეტის პრორექტორი იყო.
ერთთვიანი საზაფხულო ექსპედიციები ჯავახეთში 2001 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ლოცვა-კურთხევითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადგომით, ყოველწლიურად, 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე ეწყობა. ექსპედიციებში სტუდენტები სხვადასხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი: მონაწილეობენ ადგილობრივი უძველესი ეკლესია-მონასტრების დასუფთავების, აღდგენით სამუშაოებში, აწყობენ ექსკურსიებს, ეცნობიან სამცხე-ჯავახეთს და ამავე დროს სოფლის მოსახლეობასთან ერთად კულტურულ-შემეცნებით საღამოებს აწყობენ.

















