logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს საელჩომ კანადაში მცხოვრებ ქართველ ქალებს 8 მარტი მიულოცა
საქართველოს საელჩომ კანადაში მცხოვრებ ქართველ ქალებს 8 მარტი მიულოცა
17:24 10.03.2018
საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავთან და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კანადაში საქართველოს საელჩომ ტორონტოში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ქალებისთვის ქართული საღამო გამართა. ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ ტორონტოს ქართულ რესტორანში "არაგვი" უმასპინძლა საზეიმო მიღებას, რომელსაც ჩვენი თანამემამულეების გარდა, კანადური ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ელჩმა საზეიმოდ გახსნა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ფოტოგამოფენა "50 ქალი საქართველოდან", რომელიც XIX-XX საუკუნის გამოჩენილ მწერალ, მეცნიერ, ხელოვან, საზოგადო მოღვაწე ქართველ ქალებს ეძღვნება. კონსტანტინე ქავთარაძემ მოწვეული სტუმრებისთვის გამართა პრეზენტაცია საქართველოს ისტორიაში ქართველი ქალის როლის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ქართველი ქალები ტრადიციულად აქტიურად იყვნენ ჩართული ქვეყნის საერო და სულიერ ცხოვრებაში.

მედეას მითიური ფიგურა, შუშანიკი, წმინდა ნინო, თამარ მეფე, ქეთევან წამებული, XIX-XX საუკუნეში მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლი, ქალი მწერლები და პოეტები, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, სქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები.

XX საუკუნის მეცნიერები, მწერლები, პოეტები, სპორტსმენები - თითოეული მათგანი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, მსოფლიო ისტორიის ნაწილია.

საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე საუბრისას, კონსტანტინე ქავთარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ქალებს ეროვნული კრების წევრებად ირჩევდნენ მაშინ, როდესაც ევროპის სხვა ქვეყნებში ქალებს არჩევნებში არათუ მონაწილეობის, ხმის მიცემის უფლებაც არ ჰქონდათ.

პრეზენტაციის შემდეგ ელჩმა უმასპინძლა მიღებას, რომლის დროსაც მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა