ყვარელში, ქალაქის ცენტრში მდებარე XVI –XVIII საუკუნით დათარიღებული კოშკის ნაწილი
ჩამოინგრა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ბექა ბარამიძეს განცხადებით ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდოდ ორ-სამ კვირაში დაიწყება.
კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის ჩამონგრევისას არავინ დაშავებულა.

















