logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  თბილისის მერის მოადგილე საქართველოში ლიტვის ელჩს შეხვდა
თბილისის მერის მოადგილე საქართველოში ლიტვის ელჩს შეხვდა
17:46 09.03.2018
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, საქართველოში ლიტვის ელჩ გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მდინარე მტკვრის დაბინძურებისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმების ჩამოყალიბებაზე იმსჯელეს და აღნიშნული მიმართულებით, ლიტვის მხრიდან დახმარების საკითხი განიხილეს.

თბილისის მერია მდინარე მტკვრის მიერ მყარი ნარჩენების ჩამოტანის პრობლემის აღმოსაფხვრელად, კომპლექსური ღონისძიებების გატარებასა და საკითხის კომპლექსურ დარეგულირებას გეგმავს.

პირველ ეტაპზე, თბილისზე მორგებული საუკეთესო პრაქტიკის გამოსავლენად, კვლევის ჩატარება იგეგმება. აღნიშნული კვლევის შედეგად დადგენილ ლოკაციებზე კი, მყარი ნარჩენების შესაგროვებლად და შეგროვებული ნარჩენების ამოსაღებად, ბადეებისა და ბარიერების მოწყობა, ასევე, შესაბამისი აღჭურვილობის შეძენა დაიგეგმება.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ლიტვის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა საქმიან რეჟიმში წარიმართა.

„ლიტვის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და საქართველოში ლიტვის ელჩთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. შეხვედრის მთავარი მიზანი მდინარე მტკვრის დაბინძურებისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმების ჩამოყალიბება იყო. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ლიტვის შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, თანამშრომლობას დავიწყებთ და ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს დედაქალაქში მცხოვრებლებს აწუხებთ და მდინარე მტკვრის ვიზუალურ დაბინძურებას ეხება, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება“ - განაცხადა მაია ბითაძემ.

საქართველოში ლიტვის ელჩმა აღნიშნულ სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

„ამგვარი პრობლემის გადასაჭრელად, საინტერესო ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები გაგვაჩნია და მზად ვართ, თბილისში ჩვენს მეგობრებს დავეხმაროთ. შეხვედრაზე ასევე, ვისაუბრეთ სხვა გარემოსდაცვით საკითხებზე, რომელზეც თანამშრომლობაა შესაძლებელი“ - აღნიშნა ლიტვის ელჩმა.

თბილისის მერის მოადგილესთან შეხვედრას, ლიტვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე დაინიუს კაზლაუსკასი და დაძმობილების პროექტების მრჩეველი დაივა მატონიენე ესწრებოდნენ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა