logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის ბოტანიკურ ბაღში საფეხმავლო ბილიკები, ველობილიკები, სათავგადასავლო და ვიზიტორთა ცენტრი მოეწყობა
თბილისის ბოტანიკურ ბაღში საფეხმავლო ბილიკები, ველობილიკები, სათავგადასავლო და ვიზიტორთა ცენტრი მოეწყობა
14:50 09.03.2018
ფონდი "ქართუს" მორიგი საჩუქარი თბილისს - წავკისისწყლის ხეობის განვითარების პროექტი იწყება, რომელიც სათავგადასავლო მარშრუტების, ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, პროექტი ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო მარშრუტისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას ითვალისწინებს, რაც ბაღს დამატებით ფუნქციას შესძენს. პროექტის განხორციელება ასევე, ბოტანიკური ბაღის ხელმისაწვდომობისა და ტურისტული პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს.

"ზოგადად, ბოტანიკური ბაღი თავისი ფუნქციითა და ადგილმდებარეობით ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი განვითარებული ქალაქი ინატრებდა ასეთ ადგილს ქალაქის ცენტრში და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ის კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ. ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც ბოტანიკურ ბაღში წავკისისწყლის ხეობას მთლიანად მოიცავს. აქ მოეწყობა, როგორც საფეხმავლო და ველობილიკები, ასევე სათავგადასავლო და ვიზიტორთა ცენტრი. პროექტის განხორციელებით, ბოტანიკურ ბაღს ალტერნატიული შესასვლელი გაუჩნდება, სადაც საპარკინგე ადგილები მოეწყობა. ასევე, ძალიან ბევრ ველომოყვარულს ექნება შესაძლებლობა, ქალაქის ცენტრში, ულამაზეს ხეობაში დაახლოებით, ოთხი კილომეტრი ველოსიპედით გაიაროს. განხორციელებული პროექტით ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება კმაყოფილი", - განაცხადა თბილისის მერმა.

პროექტით გათვალისწინებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ფონდი "ქართუ" სრულად დააფინანსებს, რისთვისაც კახა კალაძემ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

"მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ყველაფერს ქალაქს საჩუქრად ფონდი "ქართუ" უკეთებს, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილს მინდა, მადლობა გადავუხადო", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განმარტებით, ფონდმა ბოტანიკურ ბაღში უკვე არაერთი პროექტი განახორციელა.
"ფონდი "ქართუ" უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, თბილისის ბოტანიკური ბაღის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს. ჩვენი დაფინანსებით, ბაღში უამრავი პროექტი განხორციელდა. აღნიშნული პროექტის განხორციელება კი, ბაღის ტურისტულ პოტენციალს აამაღლებს და თბილისელებს, დედაქალაქის სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, ის სიკეთეები მიიღონ, რაც ბაღს გააჩნია. პროექტი ასევე, გაზრდის ბაღის შემოსავლებს და ვიზიტორთ რაოდენობას", - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

წავკისისწყლის ხეობაში სათავგადასავლო მარშრუტის მოწყობა და მისი პოტენციალის ათვისება საერთაშორისო ექსპერტების ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს, რომელიც ბოტანიკური ბაღის განვითარების სტრატეგიულ გეგმაშია გათვალისწინებული. დღეისთვის, ბოტანიკური ბაღი 97 ჰა ფართობს მოიცავს, რომლის შემადგენელი ნაწილი წავკისისწყლის ხეობაა.

პროექტის თანახმად, წავკისისწყლის ხეობაში, რომელიც განსაკუთრებული ლანდშაფტითა და უნიკალური ბუნებით გამოირჩევა, სათავგადასავლო მარშრუტი, საფეხმავლო და ველობილიკები მოეწყობა. ბაღს ექნება ალტერნატიული შესასვლელი და საპარკინგე ზონა. ასევე, ამოქმედდება ვიზიტორთა ცენტრი.

კახა კალაძესთან ერთად, ბოტანიკურ ბაღში თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე იმყოფებოდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა