საქართველოს მასშტაბით დღეს უამინდობაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით მთელი ქვეყნის მაშტაბით ნალექია მოსალოდნელი.
შავ ზღვაში ოთხ-ხუთ ბალიან შტორმს ელოდებიან.
„უმეტეს რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, ზოგან ძლიერად. აგრეთვე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება. დედაქალაქში დღის პირველ ნახევარში იწვიმებს, უკვე დღის მეორე ნახევრიდან ქარი კიდევ გაძლიერდება. ზღვაში მოსალოდნელია ოთხ-ხუთ ბალიანი შტორმი“- განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარმა სინოპტიკოსმა, დოდო გვაზავამ.

















