logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 კახა კალაძემ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტი წარადგინა
კახა კალაძემ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტი წარადგინა
16:04 08.03.2018
თბილისის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტი წარადგინა.

პრეზენტაციას ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საკრებულოს წევრები, ბიზნეს-სექტორი, ასევე პროექტის ავტორები, არქიტექტორები და პროფესიული წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრმა გუდიაშვილის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კახა კალაძეს პროექტის განხორციელების საქმეში წარმატება უსურვა.

„ახალი ტფილისის“ პროექტის ფარგლებში, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია-აღდგენა პატრიოტული საქმეა, იმისთვის, რომ თითოეულ ულამაზეს შენობას ისტორიული სახე შევუნარჩუნოთ. ეს ის ადგილია, სადაც განსაკუთრებულად იგრძნობა თბილისის სუნთქვა, ის სულისკვეთება, რომელმაც ჩვენი დედაქალაქი შემოინახა ისეთად, როგორიც არის დღეს და მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად აქცია. წლების განმავლობაში, ინფრასტრუქტურის გაუმართაობამ, ასევე, უყურადღებობამ ულამაზესი შენობების მდგომარეობა სავალალო შედეგამდე მიიყვანა. ამიტომ, ამ მოედნის აღდგენა-რეაბილიტაციის დაწყება ნამდვილად მამულიშვილური საქმეა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა უკვე განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განახლებული აღმაშენებლის გამზირის შემდეგ, ქალაქს რეაბილიტირებული ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნები შეემატება.

„ჩვენი თბილისი არის ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს. ეს ულამაზესი, უმდიდრესი მემკვიდრეობაა. ჩვენი ვალია, რომ მომავალ თაობებს ეს მემკვიდრეობა შემოვუნახოთ. ეს ძველი თბილისის აღდგენის პროცესის დასასრული არ იქნება. პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იწყება და თბილისის თითოეულ ულამაზეს შენობას, უბანს, ქუჩას, ეზოს ასევე მოვუვლით. პროექტი იმითაც არის გამორჩეული, რომ ის აქ მცხოვრები მოქალაქეების ყოფის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ეს არის 100-ზე მეტი ოჯახი, რომელსაც საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

თბილისის მერმა პროექტში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობა გადაუხადა და დედაქალაქისთვის აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ კონკრეტულ მოედანს წლების განმავლობაში, სხვადასხვა ფორმით იცავდა. თბილისი ყოველთვის იყო და არის მრავალფეროვანი ქალაქი. ის სიმდიდრე, რომელიც ამ ქალაქს გააჩნია, უნდა მოვაწესრიგოთ, მოვუაროთ და მომავალ თაობებს გადავცეთ. მინდა გუდიაშვილის მოედნიდან მივმართო ყველა ხელოვნებათმცოდნეს, რესტავრატორს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც დიდი სურვილი აქვს, რომ თითოეულ ეზოს, აივანს, ჭიშკარს მოვუაროთ -შევინარჩუნოთ და ერთად განვახორციელოთ ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ჩვენს დედაქალაქს კიდევ უფრო უკეთესს გახდის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის წარდგენისას კახა კალაძემ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის მადლობა თბილისის ყოფილ მერს, დავით ნარმანიას გადაუხადა.

„მასშტაბური პროექტების განხორციელების დროს, მარტო თბილისის მერია ვერაფერს გააკეთებს. მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად ყოფნა - მხედველობაში მაქვს, როგორც ცენტრალური ხელისუფლება, საკრებულო, პარლამენტი და საზოგადოების აქტიური ჩართულობა. ჩვენ ერთად ძალიან ბევრ რთულ ბარიერს გადავლახავთ და ძალიან მალე, ჩვენი დედაქალაქი სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტის - „ახალი ტფილისი“ ფარგლებში განახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს არქიტექტურული თვალსაზრისით დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის აღდგენას, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის განვითარებას, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

სარეაბილიტაციო სამუშაოები საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და სხვა საცხოვრებელი შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციის ეტაპებისგან შედგება.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი. რეაბილიტაციის შემდეგ მთელ არეალზე მოეწყობა განათებები, დამონტაჟდება ქუჩის ინფრასტრუქტურა და ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

სარეაბილიტაციო პროექტი თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 50 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 100-ზე მეტ ოჯახს საგრძნობლად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, რესტავრირდება 100 წელზე მეტი ხნის ისტორიული ძეგლები, გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება და უბნის საინვესტიციო პოტენციალი, ხოლო დედაქალაქს შეემატება ახალი, ტურისტულად აქტიური ქუჩები, რაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია.

ლადო გუდიაშვილის მოედნის და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა