logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
აშშ-ის და საქართველოს სამეცნიერო წრეები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებს განიხილავენ
აშშ-ის და საქართველოს სამეცნიერო წრეები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებს განიხილავენ
12:37 08.03.2018
„აზიური ფაროსანა-გლობალური გამოწვევა, საერთაშორისო გამოცდილება და პრობლემების გადაწყვეტის გზები“ თემაზე, თბილისში სამეცნიერო სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც აშშ-ის წამყვანი სპეციალისტები და ქართველი მეცნიერები მონაწილეობენ.

ღონისძიება საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID /REAP) და კომპანიის TRECE Inc (აშშ) ორგანიზებით იმართება.

კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ინვაზიური მავნებელი აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys) მნიშვნელოვანი გამოწვევაა არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკისთვის. მეცნიერებას წამყვანი როლი ენიჭება ამ მავნებლის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ეფექტური მეთოდების შემუშავებაში, დანერგვასა და განხორციელებაში. ამერიკის შეერთებულ შტატებს მავნებელთან ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. სამეცნიერო სამუშაო შეხვედრაზე, აშშ-ის წამყვანი მეცნიერები ქართველ კოლეგებს უახლეს მიღწევებს, კვლევების შედეგებსა და პერსპექტიულ თანამედროვე ტექნოლოგიებს გააცნობენ. ქართველი მეცნიერებს კი საშუალება აქვთ წარმოადგინონ მათ მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები, სამომავლო ხედვები, გააღრმაონ სამეცნიერო კავშირები და ამერიკელ მეცნიერებთან ერთობლივი სამეცნიერო პროექტები დაგეგმონ.

კონფერენციის ფარგლებში განიხილება მავნებლის ბიოლოგიის, საქართველოს ბიომრავლფეროვნების, მონიტორინგის თანამედროვე სისტემების, ბიოინსექტიციდების და პოპულაციის მართვის საკითხები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები წარმოადგენენ ინფორმაციას 2016-2017 წლებში გატარებული ღონისძიებების და 2018 წლის სტრატეგიული ხედვის შესახებ. ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცნიერები ბიოინსექტიციდების გამოცდის შედეგებზე ისაუბრებენ.

გამოცდილების გაზიარების მიზნით, ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს მეზობელი ქვეყნების სპეციალისტები.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID /REAP) და კომპანია TRECE Inc (აშშ) ორგანიზებით, საქართველოში იმყოფებიან აშშ-ის უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების წამყვანი მეცნიერები, მათ შორის აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო კვლევის სამსახურის (USDA, ARS), ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის, სასოფლო-სამეურნეო კვლევებისა და ექსტენციის ცენტრის, ოკლაჰომას და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები. ამერიკელ მეცნიერებთან ერთად სამეცნიერო შეხვედრას ესწრებიან საქართველოს სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის, საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის, ივ, ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა