logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნების შემფასებელი კომისიის მთავარ ექსპერტს შეხვდა
ლევან დავითაშვილი ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნების შემფასებელი კომისიის მთავარ ექსპერტს შეხვდა
12:53 07.03.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნების შემფასებელი კომისიის მთავარ ექსპერტს, ჟილბერ ფელის და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ოლიმპიური თამაშების გამართვის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაზე მინისტრმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებს, პრეზენტაციის სახით, ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს გეოგრაფიის, ლანდშაფტის, წყლის და სხვა ბუნებრივი რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა მეღვინეობის 8000 წლიან უწყვეტ ისტორიაზე და საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, რომელიც ღვინის აკვანია.
ლევან დავითაშვილმა დელეგაციის წევრებს ევროკავშირთან დაახლოების და ჰარმონიზაციის კონტექსტში საქართველოს საკანონდებლო ვალდებულებებიც გააცნო და ოლიმპიური თამაშებისთვის გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებით, ქვეყნის ინფრასტრუქტურული მომზადების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნების შემფასებელი კომისიის მთავარმა ექსპერტმა მინისტრის მიერ ქვეყნის პოტენციალის შესახებ წარმოდგენილი პრეზენტაცია დადებითად შეაფასა.
„საქართველოს ბუნების სილამაზე და ბიომრავალფეროვნება ნამდვილად შთამბეჭდავია. მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებამ ხელი არ უნდა შეუშალოს გარემოსდაცვით საკითხებს. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ვხვდებით, რომ ყველა სამინისტრო როგორც ერთი ორგანიზმი ისე მუშაობს, რაც ნებისმიერი წამოწყების წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“,- განაცხადა ჟილბერ ფელიმ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ.
საერთაშორისო ოლიმპური კომიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლოზანაში ყოფნის პერიოდში დაიგეგმა, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს, ტომას ბახს, სადაც განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა