logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა ბექაური: ხაზგასმით ვამბობ, დღევანდელთან შედარებით ხვალინდელი დღე კონკურენციისთვის უკეთესი იქნება
კახა ბექაური: ხაზგასმით ვამბობ, დღევანდელთან შედარებით ხვალინდელი დღე კონკურენციისთვის უკეთესი იქნება
12:37 07.03.2018
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ 100 %-ის წილის შეძენაზე ზეპირი მოსმენა გაიმართა. სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა აღნიშნულ საკითხზე ვრცლად ისაუბრა და მედიაში სხვადასხვა დაინტერესებული თუ არაკომპეტენტური პირების მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
„საჯარო სივრცეში ბევრი მოსაზრება გამოითქვა, იყო მოსაზრება ამ გარიგების შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით, მაგრამ აქამდე ერთი ჯანსაღი მოსაზრება არ გამიგია არც ერთი ექსპერტისგან. საიდან მოდიან და საიდან აღმოცენდნენ ეს ექსპერტები ტელეკომუნიკაციის სფეროში, ესეც გაუგებარია. აბსოლუტურად უსაგნო და არაკვალიფიციურ განცხადებებს აკეთებენ. ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ კომისიას ყველანაირი რესურსი და ბერკეტი გააჩნია, რომ რაც არ უნდა მსხვილი გარიგება შედგეს ბაზარზე, ზეგავლენა ჰქონდეს მასზე და ამით არ შეიზღუდოს კონკურენცია. ეს რაც შეეხება ზოგადად ბაზარს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ ეხება ამ კონკრეტულ გარიგებას.
კონკრეტულად „ჯეოსელთან“ დაკავშირებით უნდა განვმარტო, რომ „ჯეოსელი“ დღეს ფიქსირებული ინტერნეტის გარეშე ოპერირებს და მეტიც, მას ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის განვითარებაში მინიმალური ინვესტიცია აქვს განხორციელებული, რადგან ბაზრიდან გასვლას აპირებდა და ეს გადაწყვეტილება მის მფლობელს სწორედ ორი წელია აქვს მიღებული, შესაბამისად, „ჯეოსელმა“ LTI მომსახურეობაზე განაცხადიც კი არ გააკეთა“- განაცხადა კახა ბექაურმა კომისიის სხდომაზე.
მისივე განცხადებით, „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ 100%-ის წილის შესყიდვა მომხმარებლისთვის მეტ შესაძლებლობას გააჩენს და პროდუქტები უფროხელმისაწვდომი გახდება.
„ვისაც ფინანსები და ეს ბიზნესი ესმის დამეთანხმება, რომ გაერთიანების შემთხვევაში ფიქსირებული ხარჯები შემცირდება, რაც მომხარებლებისთვის წარმოშობს დიდ შესაძლებლობებს, მათ ერთის მხრივ გაუუმჯობესდებათ სერვისები და მეორეს მხრივ - პროდუქტების ხელმისაწვდომობა. ერთი სიტყვით, ეს მომხმარებლისთვის სასიკეთო გარიგებაა. ხაზგასმით ვამბობ, დღევანდელთან შედარებით ხვალინდელი დღე იქნება კონკურენციისთვის უკეთესი. დღეს „მაგთი“ ერთ-ერთი ოპერატორია, რომელსაც კონსოლიდირებული აქვს მობილური და ფიქსირებული აქტივები და თუ მეორე და მესამე კომპანიაც არ გაძლიერდა გაჭირდება მასთან კონკურენცია” - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.
კახა ბექაურმა აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით კომპანია „ბილაინსაც“ უპასუხა და განაცხადა, რომ „ბილაინის“ მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამ გარიგებით ბაზარი განვითარებამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდება, კატეგორიულად მიუღებელი და მცდარია.
„ჩვენ აქამდეც ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ არასწორი კონკურენციისგან ”ბილაინს“ და ამის ბერკეტები კომისიას აქვს, მაგრამ არ დავიცავთ იმისგან და არ მივცემთ საშუალებას, რომ გააჩეროს განვითარება და მომხმარებლისთვის საუკეთესო პროდუქტის მიწოდება. თუ კომპანია ამისკენ არ წავა და საქართველოს ბაზარს მხოლოდ ექსპერიმენტების რეჟიმში განიხილავს ჩვენ ამას ნამდვილად ვერ შევეგუებით. ჩვენ გვინდა რომ მესამე ოპერატორი გაძლიერდეს და სერიოზული კონკურენცია გაუწიოს ბაზარზე არსებულ კომპანიებს ისევ და ისევ მომხმარებლის სასიკეთოდ“,- აცხადებს კახა ბექაური.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა