logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ქართულ ბაზარზე გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი მსხვილი კომპანიები შემოვლენ
ქართულ ბაზარზე გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი მსხვილი კომპანიები შემოვლენ
12:27 07.03.2018
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განცხადებით, კომუნიკაციების კომისია მუშაობს, რათა ქართულ ბაზარზე გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი მსხვილი კომპანიები შემოვიდნენ. ბექაური ამბობს, რომ კომპანიები ადგილობრივ ფიქსირებულ ინტერნეტპროვაიდერებთან უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. მისივე განცხადებით, პროცესში გარკვეულ შეფერხებებს ჰქონდა ადგილი, რასაც კომისია მკაცრად აკონტროლებს და არავის მისცემს შესაძლებლობას, რომ მსხვილ უცხოურ კომპანიებს ბაზარზე შემოსვლაში ხელი შეუშალონ.
„კომისია აქტიურად მუშაობს, რომ საბითუმო ბაზარზე და განსაკუთრებით ეს ეხება ფიქსირებული ინტერნეტის საბითუმო ბაზარს, შევქმნათ ძლიერი კონკურენცია. დღეს ამ ბაზარზე კონკურენციის კუთხით ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ კომისია ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. ჩვენ მოვახერხებთ, რომ ამ ბაზარზე იყოს ძლიერი კონკურენცია, მაგრამ ამას დაჭირდება გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი მსხვილი კომპანიების ქართულ ბაზარზე შემოსვლა და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. მათი შემოსვლის შემდეგ ბაზარზე ფასები იქნება ძალიან დაბალი. ჩვენ ჩართული ვართ ამ პროცესში, რათა სამართლიანად წარიმართოს ის და არსებულმა ოპერატორებმა პროცესს ხელი არ შეუშალონ. აქვე გეტყვით, რომ ცოტათი შეფერხდა ეს პროცესი და ახლა სწორედ ამას ვარკვევ, როგორ და რატომ მოხდა ეს. გპირდებით, რომ არავის მივცემ ამ პროცესისთვის ხელის შეშლის შესაძლებლობას“ - განაცხადა კომისიის სხდომაზე კახა ბექაურმა.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 2017 წლის ბოლოს, კომისიის ძალისხმევით ფიქსირებული ინტერნეტის საბითუმო ფასი 32 ლარიდან 15 ლარამდე შემცირდა.
„ეს ფასი კიდევ დაბლა დაიწევს. მაგრამ აქ მხოლოდ ფასის დაწევა არ არის მთავარი. მთავარია გაყიდვის წერტილების შექმნა, ანუ საბითუმო ინფრასტრუქტურის დაშვების და ტარიფის რეგულაციების შემოღება. იმისთვის, რომ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მცირე და საშუალო ოპერატორებს საბითუმო ინტერნეტბაზარზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი ჰქონდეთ და კომისია ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს“ - აცხადებს კომისიის თავმჯდომარე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა