logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„მაგთიკომს“ და „ჯეოსელს“ კანონდარღვევაში ადანაშაულებენ
„მაგთიკომს“ და „ჯეოსელს“ კანონდარღვევაში ადანაშაულებენ
12:06 07.03.2018
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, „მაგთიკომმა“ და „ჯეოსელმა“ „ელექტონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი და კომისიის მიერ 2010 წლის 21 მაისის N 240/9 და 2011 წლის 25 იანვრის №26/9 გადაწყვეტილებები დაარღვიეს, რომლის მიხედვითაც „შპს „ჯეოსელს“ და შპს„მაგთიკომს“ დაკისრებული აქვთ ვალდებულება, რომ არ დაუშვან კონურენციის შემზღუდავი ქმედებები და სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა მომხარებელთა ხარჯზე. კახა ბექაურმა კომისიის მიერ ჩატარებულ მოკვლევაზე კომენტარი დღეს კომისიის სხდომაზე გააკეთა. თუმცა, საკითხის განხილვა კომპანიების თხოვნით გადაიდო და შესაბამის გადაწყვეტილებას კომისია 15 მარტს მიიღებს.
“2017 წლის ოქტომბრის შემდეგ, კომისიას აქვს შესაძლებლობა ურთიერთჩართვის ტარიფები ახალი მეთოდოლოგიით დაითვალოს. ამ მეთოდოლოგიით შესაძლებელი გახდა ტარიფების წარმოქმნის სწორი, სამართლიანი ბაზის შეიქმნა. ამ მეთოდოლოგიის დანერგვის შემდეგ კომისიამ ბაზარზე დაიწყო მონიტორინგი იმის დასადგენად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორები ხომ არ ეწეოდნენ სუბსიდირებული ტარიფებით მომსახურეობას. ხომ არ ქმნიდნენ ბაზარზე არაკონკურენტულ გარემოს, უფრო ზუსტად კი ბაზარზე ფასების დადგენის კუთხით ხომ არ იყენებდნენ ძალაუფლებას ბოროტად. ამ კუთხით პირველი შევისწავლეთ „ბილაინის“ ქეისი, მეორე ჯერზე კი მოხდა კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ მიერ სახელმწიფო უწყებებისთვის გაწეული მომსახურეობის შესწავლა. ანალიზით მტკიცდება და დგინდება, რომ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, ამ ორი ოპერატორის მხრიდან დემპინგურ მომსახურებას ჰქონდა ადგილი, რაც ქართული კანონმდებლობით დასჯადია. კანონი ზოგიერთი სამომხმარებლო ჯგუფის მომსახურებას დემპინგურიტარიფებით კრძალავს “, – განაცხადა კომისიის სხომაზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.
კახა ბექაურის განმარტებით, ვის ხარჯზე ახდენდნენ კომპანიები სუბსიდირებას ამაზე კომისია ვერ ისაუბრებს, ვინაიდან ეს ინფორმაცია ცნობილი არ არის.
„იმის თქმა დღეს რომელი სამომხმარებლო ჯგუფის მიერ ხდება მეორე ჯგუფის სუბსიდირება ან დაფინანსება შეუძლებელია, რადგან სამომხმარებლო ჯგუფები ძალიან ბევრ სეგმენტებად იყოფა. შეიძლება სუბსიდირება კორპორატიული კლიენტების ხარჯზე ხდებოდა, შეიძლება საბითუმო ბაზრიდან არა საცალო დაჩვეულებრივი მომხმარებლების ხარჯზე. ამის დადგენას ყველა სამომხმარებლო ჯგუფის სეგმენტურად შესწავლა სჭირდება. ჩვენი მიზანია, რომ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია შევქმნათ და ზოგიერთ მომხმარებელზე არ იყოს დემპინგური ტარიფი. ბაზარზე უნდა დადგეს კონკურენტუნარიანი და სამართლიანი ტარიფები დასწორედ ამას ემსახურება კომისია“ – განაცხადა კახა ბექაურმა.
გარდა კონსოლიდირებული ტენდერის საკითხის შესწავლისა კომისია იწყებს მოკვლევას მობილური კომპანიები მსხვილ კორპორატიულ კლიენტებს როგორი ტარიფით ემსახურებიან და ხომ არ აქვს ადგილი ამ ნაწილშიც სუბსიდირებას და დემპინგურ ფასებს.
„ჩვენ უკვე გამოთხოვილი გვაქვს სამივე ოპერატორისგან კორპორატიული კლიენტების მომსახურებებზე გაწეული ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია, თუ რა პირობებით და რა ტარიფებით ემსახურებიან ოპერატორები კომპანიებს და ხომ არ არის ეს დემპინგური ტარიფი, რომელიმე კორპორატიული მსხვილი კლიენტისთვის. ეს თუ დასაბუთდა და დადგინდა, რა თქმა უნდა იქნება დარღვევა, ამისთვის კომპანიები გაფრთხილების მერე უკვე ფინანსურ სანქციებს მიიღებენ“. - აცხადებს კახა ბექაური.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა