საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ
ნანობაშვილმა სერბეთის პატრიარქთან მის უწმინდესობა ირინეოსთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მაღალ დონესა და ორი ქვეყნის საპატრიარქოების დიდ წვლილს აღნიშნული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხში.
სერბეთის პატრიარქის მხრიდან ცალსახად აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა, ამ კონტექსტში სერბეთის პატრიარქმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ სერბეთის საპატრიარქო არ დაუშვებს არც ერთ ქმედებას, რომელიც შესაძლოა ინტერპრეტირებულ იქნას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ და ჩრდილი მიაყენოს სერბულ-ქართულ ურთიერთობებს.
ელჩსა და პატრიარქს შორის გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და სერბეთის საპატრიარქოებს შორის არსებულ ბრწყინვალე ურთიერთობებსა და შემდგომი კონტაქტების განმტკიცების აუცილებლობას.

















