საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი ხატია დეკანოიძე დირექტორებთან და მასწავლებლებთან გაცნობითი
ხასიათის შეხვედრებს მართავს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი დღეს თბილისისა და რეგიონების 300-ზე მეტი საჯარო სკოლის დირექტორს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ხატია დეკანოიძემ დირექტორებს საქართველოს მთავრობის მომავალი სამოქმედო გეგმა და მათი განხორციელების საკუთარი ხედვა გააცნო.
შეხვედრაზე მინისტრმა მასწავლებელთა სერტიფიცირების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
შეხვედრაზე დეკანოიძემ იმ პასუხისმგებლობაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც სკოლის დირექტორს სწავლების პროცესის მაღალ დონეზე წარმართვაში ეკისრება. ამ მიმართულებით მინისტრი დირექტორებს აქტიურ თანამშრომლობასა და თანადგომას შეჰპირდა.

















