logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
უმაღლესი სასწავლებლების ბაზაზე პროფესიული კოლეჯები დაფუძნდება
უმაღლესი სასწავლებლების ბაზაზე პროფესიული კოლეჯები დაფუძნდება
16:46 06.03.2018
საქართველოს განათლებისა და მენციერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პროფესიულ კოლეჯებს უმაღლესი სასწავლებლების ბაზაზე ფუნქციონირების შესაძლებლობა მიეცემათ. შედეგად, პროფესიული განათლების სტუდენტები პროფესიას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაეუფლებიან, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პრესტიჟის ამაღლებას და სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, შემდგომ საფეხურზე სწავლა, იმავე სივრცეში განაგრძონ.
საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით პირველი უმაღლესი პროფესიული განათლების კოლეჯი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაფუძნდება, რომლის კურსდამთავრებულები საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმდებიან. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროგრამების განხორციელებაში საბჭოში წარმოდგენილი იქნება ისეთი საერთაშორისო მაღალტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა Microsoft და HP.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის შექმნის თაობაზე დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. კოლეჯი ყველა საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს და უზრუნველყოფს მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს.
კოლეჯი განახორციელებს სხვადასხვა ხანგრძლივობის სასერტიფიკატო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ ისეთ სასწავლო კურსებს, რომელიც არ საჭიროებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას. გარდა ამისა, აღნიშნული საზოგადოებრივი კოლეჯის მიზანი იქნება სხვადასხვა დანიშნულების, ჟანრისა და ფორმატის ისეთი მულტიმედია პროდუქციის წარმოება და გავრცელება, რომელიც ხელს უწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და მედიისა და ტელეხელოვნების განვითარებას.
ექსპერტთა შეფასებით, უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა მეტად მიმზიდველი გახდება, რაც პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა