logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე სავაჭრო ცენტრ "ქალაქის გულის" ადმინისტრაციასა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა
კახა კალაძე სავაჭრო ცენტრ "ქალაქის გულის" ადმინისტრაციასა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა
16:35 06.03.2018
თბილისის მერი კახა კალაძე სავაჭრო ცენტრ "ქალაქის გულის" ადმინისტრაციასა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა და შენობაში მიმდინარე დასუფთავების სამუშაოებს გაეცნო.
კახა კალაძის განცხადებით, დასუფთავების სამუშაოების დასრულების შემდეგ, შენობის დამწვარი ნაწილის დემონტაჟი დაიწყება.
"ამჟამად, დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც კი სამუშაოები დასრულდება, მესამე სართულზე რაც დაიწვა, სახურავი მთლიანად მოიხსნება და აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. უახლოეს მომავალში, ადამიანებს, ვინც აქ წლების განმავლობაში მუშაობდა, საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემა" - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ადმინისტრაციის მხრიდან მოვაჭრეებს მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს, მათ შორის, ბანკიდან გამოტანილი სესხების გადავადებასთან დაკავშირებით.
"ის ადამიანები, ვისაც საქონელი გადაურჩა და არ დაიწვა, გვერდით შენობა-ნაგებობებში არიან გადაყვანილი და თავიანთ საქმიანობას იქ განაგრძობენ. მათ, ვისაც საქონელი დაეწვა, ადმინისტრაციის მხრიდან მაქსიმალური თანადგომა და დახმარება აქვს, თუნდაც ბანკებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რომ იმ კრედიტების გადავადება მოხდეს, რომელიც ამ ადამიანებს ჰქონდათ გამოტანილი" - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერთან ერთად, სავაჭრო ცენტრ "ქალაქის გულში" მიმდინარე დასუფთავების სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო. მისი განცხადებით, 22 მოვაჭრეს, რომელთაც ხანძრის შედეგად სალარო აპარატები დაეწვათ, პირადად შეხვდა.
"პრობლემა იყო ასევე, სალარო აპარატებთან დაკავშირებით. იდენტიფიცირებულია 22 მოვაჭრე, რომელთაც პირადად შევხვდები. აქედან, რომელიც არათბილისელია, შემოსავლების სამსახური სალარო აპარატს უსასყიდლოდ გადასცემს, რაც შეეხება თბილისელებს, რაიონების მიხედვით, სალარო აპარატების შეძენას უზრუნველვყოფთ", - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
სავაჭრო ცენტრ "ქალაქის გულის" ადმინისტრაციასა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებთან შეხვედრაზე კახა კალაძესა და ირმა ზავრადაშვილთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი იმყოფებოდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა